გერმანიის თასი. 1/2 ფინალი: დუისბურგელები "კოტბუსის" დამარცხებას ისე ზეიმობდნენ, თითქოს თასის მფლობელები გახდნენ
თვითონ ის ფაქტი, რომ მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენლები გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდნენ, უკვე დიდი სენსაცია იყო. ამას დავუმატოთ ისიც, რომ წილისყრამ "დუისბურგი" და "კოტბუსი" ნახევარფინალში ერთმანეთს შეახვედრა, რაც იმის გარანტია გახლდათ, რომ ერთ-ერთი მათგანი ფინალში გავიდოდა. ბრმა წილისყრის პარადოქსულობაც სწორედ ამაშია: ერთ მხარეს "დუისბურგი" და "კოტბუსი", მეორე მხარეს კი "ბაიერნი" და "შალკე"...

დუისბურგელები "კოტბუსის" დამარცხების შემდეგ ისე ზეიმობდნენ, თითქოს გერმანიის თასის მფლობელები გახდნენ - ბერლინის საგზურის განაღდება "ზებრებისთვის" უდავოდ გრანდიოზული მოვლენაა. გარდა იმისა, რომ "დუისბურგს" გერმანიის თასის მოგების უნიკალური შანსი აქვს, ევროპის ლიგაში გასვლაც შეუძლია, რაც არაელიტური კლუბისთვის მხოლოდ გერმანიის თასიდანაა ხოლმე შესაძლებელი.

თამაში ზანტად დაიწყო და პირველი გოლი "კოტბუსის" დაცვის ხაზის შეცდომის წყალობით გავიდა: შაჰანის ჩაწოდების შემდეგ, "ენერგის" მცველ ჰიუნემაიერს ბურთის უკეთ მოგერიება მართებდა, მაგრამ პირდაპირ "დუისბურგის" ერთადერთ ფორვარდ მაიერჰოფერს მოარტყა (სახეში), რის შემდეგაც ბურთი კირშბაუმის კარში შევარდა - 1:0. "ზებრებმა" გოლი ძალიან ემოციურად იზეიმეს და წარმატება გუნდის ლიდერ იულიან კოხს მიუძღვნეს, რომელმაც პარასკევს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და თანაგუნდელებს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ეხმარებოდა.

მეორე გოლი კი დუისბურგელებმა 54-ე წუთზე გაიტანეს: ხეირიანი კონტრშეტევა ბალიაკმა მშვენივრად დააგვირგვინა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, "ზებრები" 2:0-ს იგებდნენ და ვინც იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, მწარედ შეცდა: ბოლო 12 წუთში ვითარება ისევ მაგრად დაიძაბა. კერძოდ, 78-ე წუთზე სუარესმა რაიმერინკი საჯარიმოში მოცელა, დუისბურგელი მცველი მოედნიდან გააძევეს, "კოტბუსმა" კი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც "ენერგის" გოლეადორმა პეტერსენმა გოლად გადააქცია. ამის შემდეგ, კოტბუსელებმა კაცნაკლული "დუისბურგი" წნეხის ქვეშ მოაქციეს. ჯერ ჰიუნემაიერს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრებისა და თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შანსი, მერე კი შაოს თავური დარტყმისას, ბურთი იელდელის კარის ძელს მოხვდა. მოგვიანებით, "დუისბურგის" კიპერმა იმავე შაოს დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

ჰიუნემაიერის საგოლე შანსზე კი უფრო დეტალურად უნდა შევჩერდეთ, რადგან კოტბუსელები მიიჩნევენ, რომ "დუისბურგის" მარცხენა მცველმა ვეინაუმ ბურთი კარიდან მას მერე გამოიტანა, როცა კარის ხაზი უკვე გადაკვეთილი იყო. "კოტბუსის" მწვრთნელმა ვოლიტცმა თქვა, თვითონ ვეინაუმაც აღიარა, რომ ბურთს კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდაო.

ვითარება კი მატჩის წინაც ძალიან დაძაბული იყო: დუისბურგელმა ულტრასებმა "კოტბუსის" ავტობუსს ქვებითა და პეტარდებით შეუტიეს, რის გამოც კოტბუსელები სტადიონზე დაგვიანებით მივიდნენ...

დუისბურგი-კოტბუსი 2:1

დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი, ბრუნო სუარესი, ბაჟიჩი, ვეინაუ - ბანოვიჩი, სუკალო - შაჰანი, ტროიანი (79. რაიხე), ბალიაკი (91. ილმაზი) - მაიერჰოფერი (89. შეფლერი).

კოტბუსი (4-2-2-2): კირშბაუმი - ბიტროფი (73. როჯერი), ჰიუნემაიერი, ბრჟენსკა, ციბიგი - კურთი (46. რაიმერინკი), კრუშკა - შაო, ადლუნგი (66. კრონაფეტერი) - პეტერსენი, იულა.

გოლები: 1:0 მაიერჰოფერი (24), 2:0 ბალიაკი (54), 2:1 პეტერსენი (78-პენ)

გაფრთხილება: სუკალო, ტროიანი, ილმაზი - კრუშკა, კრონაფეტერი, შაო

გაძევება: ბრუნო სუარესი (77. დუისბურგი)

მაყურებელი: 31 500

როცა სუსტები ბერლინში მიდიოდნენ...

ალბათ გაინტერესებთ, რამდენად ხშირად მოუხერხებია არაპირველბუნდესლიგელ კლუბს გერმანიის თასის ფინალში გასვლა. ეს სულ 12-ჯერ მოხდა. და რამდენჯერ მოახერხეს მათ ფინალის მოგება?..

1997 წელს გერმანიის თასის ფინალში რეგიონალლიგის წარმომადგენელმა "კოტბუსმა" გააღწია და გადამწყვეტი მატჩი "შტუტგარტთან" წააგო. "ენერგის" მაშინდელი თავდამსხმელი ტორალფ კონეტცკე დღესაც სიამოვნებით იხსენებს ბერლინში გამართულ საოცნებო ფინალს, რომელიც წაგების მიუხედავად, მისი კარიერის საუკეთესო მოგონებაა. "დღესაც ყველა იმ თამაშს მახსენებს. მაშინ რიგით მესამე ლიგაში ვთამაშობდით და ნამდვილი ზღაპარი იყო ის, რომ გერმანიის თასის ფინალში გასვლა მოვახერხეთ," - ამბობს დღეს უკვე 38 წლის ექს-ფეხბურთელი. დღეს კონეტცკე ავტომექანიკოსია და პროფილაქტიკაში მუშაობს.

მოკრძალებული კლუბები გერმანიის თასის ფინალში - აღსანიშნავია, რომ 12 შემთხვევიდან, ხუთი 90-იან წლებში დაფიქსირდა. 1992 წელს იმხანად მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა "ჰანოვერმა" ფინალის მოგება შეძლო, დაამარცხა რა მიონხენგლადბახის "ბორუსია" პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3. "წითლების" გამარჯვება მეკარე იორგ ზიფერსის დამსახურება იყო, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ზიფერსი დღეს 45 წლისაა და ისევ "ჰანოვერში" მუშაობს.

ყველა ფინალი არაპირველბუნდესლიგელი კლუბების მონაწილეობით

წელი ფინალი შედეგი

1965 ალემანია-ბორუსია (დ) 0:2

1968 ბოხუმი-კიოლნი 1:4

1970 ოფენბახი-კიოლნი 2:1

1983 ფორტუნა (კ)-კიოლნი 0:1

1987 შტუტ. კიკერსი-ჰამბურგი 1:3

1992 ჰანოვერი-ბორუსია (მ) 4:3 (პ.ს.)

1993 ჰერტა II-ლევერკუზენი 0:1

1994 ესსენი-ვერდერი 1:3

1995 ვოლფსბურგი-ბორუსია (მ) 0:3

1997 კოტბუსი-შტუტგარტი 0:2

2001 უნიონი-შალკე 0:2

2004 ალემანია-ვერდერი 2:3

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"