2016 წლის მთავარი ტაქტიკური იდეები და სიახლეები
საფეხბურთო ტაქტიკა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტალურად არ იცვლება წლიდან წლამდე, მაგრამ კოსმეტიკური ცვლილებები ყოველთვის არის. ყოველ სეზონს თავისი სიახლეები მოაქვს. ვნახოთ, რა მოუტანა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს 2016-მა წელმა...

ბურთის ფლობა აქტუალური აღარ არის

უეფას მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ წერილში, რომელიც ევრო 2016-ს ეძღვნება ბევრ საინტერესოს ნახავთ. მაგალითად, იმას, რომ ვინც ყველაზე ცოტა ირბინა იმ გუნდებიდან ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ბელგიამ და ირლანდიამ გაიარეს. მაგრამ ყველაზე საგულისხმო იმ რეპორტაჟში ბურთის ფლობის შესახებ ინფორმაციაა - გუნდებმა, რომლებიც ამ მაჩვენებლებით დომინირებდნენ თამაშების მხოლოდ 31% მოიგეს!

სულ რამდენიმე დღით ადრე კი ინგლისის ჩემპიონატი მოიგო "ლესტერ სიტიმ", გუნდმა, რომელსაც პრემიერლიგაში XXI საუკუნეში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ბურთის ფლობაში ჩემპიონთა შორის. "ლესტერის" თამაში ისეთივე მარტივი იყო, როგორც ინგლისური საუზმე, თუმცა ძალიან ეფექტური.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს თამაშის მოგების უნივერსალური საშუალება (გარდა იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი გოლი უნდა გაიტანო), მაგრამ ფაქტია, 2016 წელს ისეთმა გუნდებმა მიაღწიეს წარმატებას (მაგალითად, "ლესტერმა", პორტუგალიის ნაკრებმა), რომელთა თვითმიზანი სულაც არ არის ბურთის აქეთ-იქით გორება. სავსებით საკმარისია მძლავრი დაცვა, გარდამავალ ფაზაში კარგი თამაშის უნარი და უსწრაფესი კონტრშეტევები.

გერმანელი მასკერანო

ერთ-ერთი ფუნდამენტალური მიზეზი, რის გამოც იულიან ნაგელსმანის "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში იხმაურა, მისი დაცვის შესანიშნავი თამაშია. გუნდმა კარგ შემადგენლობას მოუყარა დაცვაში თავი. "სოფლელები" დაცვაში სამი კაცით თამაშობენ (ფოგტი, ზიულე, ჰუბნერი). ამ ტრიოს დაცვითი ფუნქციები გადანაწილებული აქვს, ხოლო შემტევი სამივესთვის ერთია - თითოეულ მათგანს შესაშური "პირველი პასი" აქვს. კევინ ფოგტი "ჰოფენჰაიმამდე" სულაც საყრდენ ზონაში თამაშობდა. ის, ასე ვთქვათ, გერმანული ყაიდის მასკერანოა.

როცა გრანდი მცველს ყიდულობს, უკვე განსაკუთრებით ფასობს ფეხბურთელის უნარი ამ კომპონენტში. "ბარსელონამ" ასეთი სამუელ უმტიტი იშოვნა და ჯერ მასთან ერთად თამაშს მეორეხარისხოვანი გუნდების წინააღმდეგ ამუშავებს. "არსენალმა" შკოდრან მუსტაფი შეიძინა, რომელიც მერტეზაკერივით მაღალი არ არის, მაგრამ შეტევის დაწყებაში თანამემამულეს ერთი თავით სჯობს. "დორტმუნდმა" მარკ ბარტრა დაიმატა. მოკლედ, ყველა ცნობილი გუნდი, რომელიც კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, დაცვას მხოლოდ ასეთი ფეხბურთელებით აკომპლექტებს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ამართლებს. მაგალითად, "სიტიში" მცველები ვერ ამართლებენ.

ცენტრალური მცველი - გამთამაშებელი

ოდესღაც ჰოლანდიელებმა მსოფლიო ტოტუალური ფეხბურთით "მოწამლეს". ახლა მათ ტაქტიკური იდეები ნაკლებად აქვთ ხოლმე, თუმცა არის გამონაკლისებიც. ფილიპ კოკუს "ეინდჰოვენს" მთელი სეზონი პრობლემები ჰქონდა დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის, გუნდის პლეიმეიკერი დევი პრიოპერი მეტოქეებს კარგად ჰყავდათ "დაკეტილი". ასე დაიბადა იდეა, ცენტრალური მცველის პლეიმეიკერობის - ექტორ მორენო სწორედ ასეთია. ცენტრალური მცველი, რომელიც სიღრმინდა ათამაშებს ბურთს საყრდენ ზონამდე მაინც, ეს რაღაც ახალია.

მექსიკელი ერედივიზიეს საუკეთესო მეპასეების ტოპ-15-ში მოხვდა. კოკუ ხანდახან, მორენოსთვის მოქმედების თავისუფლების მისანიჭებლად გუნდს 5-2-3 სქემით ათამაშებს ხოლმე.

შეშლილი მეკარეები

Juego de Posicion-ის კონცეპციის კიდევ ერთი ტრენდი, რაც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირი ხდება, ის არის, რომ მეკარესაც შეუძლია ფეხით თამაში და მან ეს აუცილებლად უნდა აკეთოს. სწორედ ამ პრინციპს შეეწირა ჯო ჰარტი, რომელიც "სიტიდან" "ტორინოში" გაუშვეს, რადგან ხოსეპ გვარდიოლას აზრით, ფეხით თამაში არ იცის. მანჩესტერში კლაუდიო ბრავო მივიდა და მისი რეგულური სულელური შეცდომები მაყურებელს ახალისებს, თუმცა პეპი რომ ზაფხულში დააბრუნო, იმავეს გაიმეორებდა.

სწორედ ასეთი ტაქტიკის გამო ევრო-2016-ზე უნგრეთი-პორტუგალიის თამაშში ყველაზე მეტი პასი მსოფლიოში ყველაზე "მოდურმა" მეკარემ, გაბორ კირაიმ შეასრულა.

როდესაც მეტოქე მუდმივად წნეხში გაქცევს და ხშირად აუცილებელია მეკარისთვის ბურთის დაბრუნება, მართლაც, ერთი-ორად მნიშვნელოვანია, რომ მეკარემ ბურთი უაზროდ კი არ მოიგერიოს პანიკაში, არამედ, გუნდის შეტევა დაიწყოს. ეს გუნდს საჭირო წამებს მოუგებს, მეტოქეს კი გადაწყობის საშუალებას არ მიცემს.

მსოფლიო "მოიწამლა" მანუელ ნოიერის მაგალითით, მაგრამ ჯერჯერობით, ტოპმეკარეებიც კი ხშირად ცდებიან. იგივე ბრავო, ტერ შტეგენი...

ახალი სტატისტიკა

შტეფან რაინარტცმა ხშირი ტრავმიანობის გამო ადრე დაასრულა კარიერა. მან და მისმა კოლეგამ "ბაიერში" იენს ჰეგელერმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ეს საფეხბურთო სტატისტიკა, თავისი კარში დარტყმებითა და ბურთის ფლობით ძალიან მოსაწყენია. რაღაც ახალია საჭირო. ასე დაიბადა ერთბაშად ორი სტატისტიკური მაჩვენებელი.

Packing - ეს არის მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ბურთის "ხაზის" უკან აღმოჩნდებიან პასის ან წარმატებული დრიბლინგის შემთხვევაში. ამ მაჩვენებლით იმათი მონაცემების დათვლაც შეიძლება, ვინც პასს აკეთებს და იმათიც, ვინც პასს იღებს. შედეგად, კარგად ჩანს ნახევარმცველის რეალური წვლილი შეტევაში და ფორვარდის უნარი "გაიხსნას" სათამაშო ხაზებს შორის.

Impect - ეს მაჩვენებელი ითვლის თუ კარგმა პასმა ან დრიბილნგმა მეტოქის რამდენი ფეხბურთელი "მოტეხა".

სატელევიზიო გამოსვლაში რაინარტცმა თავისი შექმნილი პროგრამა წარადგინა, რომელიც ამ მაჩვენებლებს ავტომატურად ითვლის.

გაირკვა, რომ ევრო 2016-ზე ტონი კროოსი მეტოქეთა დაცვის "გაჭრის" საუკეთესო სპეციალისტია. ასეთი პასების მიღებაში კი საუკეთესო გრაციანო პელეა. აი, ანტუან გრიზმანი კი უნიკალურია, რადგან ორივე ეს მაჩვენებელი უმაღლეს დონეზე აქვს. ამაშიც გამოიხატება გრიზმანის ტოპფეხბურთელობა.

3-4-3 მსოფლიოს იპყრობს

ლონდონის "ჩელსი" ანტონიო კონტემ ახალ ტაქტიკაზე გადააწყო და მას მერე გუნდი მხოლოდ იმარჯვებს. ჯან პიერო გალსპერინის "ატალანტა" სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდია, იქ გაიხსნა ფრანკ კესი, აფრიკელი, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად მხოლოდ ამ ზაფხულს იქცა. კრის კოულმენის უელსმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში გააღწია...

მგონი, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ახლა 3-4-3 ტაქტიკით თამაში არა მარტო მოდური, არამედ წარმატებულია.

ყველა გუნდი ასე ვერ ითამაშებს, რადგან 3-4-3-ით თამაში რთულია და გარკვეულ კონტინგენტს საჭიროებს. მაგალითად, კონტე ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა, რომ არა ვიქტორ მოზესი, რომელსაც აქამდე "ჩელსის" დონის ფეხბურთელად საერთოდ არ თვლიდნენ. კოულმენს ასეთი კრის განტერი ჰყავდა, "შავი მუშა" ჩემპიონშიპიდან, თითქოს, არც ისე ნიჭიერი.

3-4-3-ის თამაში ძნელია, თუმცა თუ გუნდი ამას ისწავლის ის დაუმარცხებელი ხდება, რადგან ჯერჯერობით, მეტოქეებმა ალღო ვერ აუღეს ამ სისტემას.

ევრო 2016-ის ანომალიები

ევრო 2016-ზე იყო რამდენიმე საინტერესო ტაქტიკური აღმოჩენა: ნანი ხანდახან, სუფთა ფორვარდს თამაშობდა, ბუნებით "ათიანი" გილფი სიგურდსონი საყრდენ ზონას ამაგრებდა, მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ხანდახან, ცრუ "ცხრიანად" გვევლინებოდა და ასე შემდეგ.

პრემიერლიგა - ტაქტიკური პიონერი

ხოსეპ გვარდიოლამ "სიტი" გადააწყო - მან კლიში და საბალეტა ცრუ ფულბეკებად გადააკეთა, ნახევარდაცვა მძლავრი გახადა, "სიტი" ხშირად იყენებს სათამაშო ზონების გადატვირთვის მეთოდს, გუნდი მძლავრ პრესინგს თამაშობს.

ანტონიო კონტემ ინგლისური ფეხბურთის კანონები დაარღვია - კუნძულზე სამი მცველით თამაში ლამის მკრეხელობად ითვლებოდა.

იურგენ კლოპი "ლივერპულში" პეპის "ბარსას" ყაიდის გუნდს აწყობს. ამას ყველაფერი უწყობს ხელს - ქარიზმატული მწვრთნელი, მუდმიმავად მოძრავი სამი შემტევი, ორი "ტვინი" ნახევარდაცვაში (ლალანა, ვეინალდუმი), გუნდს ჰყავს დაცვაში დახეული საყრდენიც მასკერანოს სტილში (ლუკასი).

მოკლედ, ასეთი პრემიერლიგა არასოდეს გვინახავს. ჩემპიონატში პრესინგით მოთამაშე გუნდების სიმრავლეა. ასეთი სტილის მოყვარულები არიან კუმანი, მაცარი, ჰაუ, დაიჩი, პოჩეტინო...

ასე შეიცვალა ახლო წარსულში ტაქტიკურად ღარიბი ჩემპიონატი მოდის მკარნახებლად ევროპულ ფეხბურთში. ახლა პრემიერლიგა აღარ არის გაიქეცი, ჩააწოდე და დაარტყის სტილის ფეხბურთის მქადაგებელი, იქ ესპანური, იტალიური და გერმანული ელემენტების მიქსია. ტოპმატჩები კი სულ უფრო ხშირად ემსგავსება "ჭადრაკის თამაშს", როგორც ეს იტალიაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
სტატია ტოტე-ჩელსის თამაშამდეა ალბათ დაწერილი - "დაუმარცხებელ" ლურჯებს დენიკინისდროინდელი 4-2-3-1 - ით ღდინი გააგდებინეს მამლაყინწებმა. ისე ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს.
999
ევროპული ფეხბურთი-პირდაპირი გზა კორუფციისკენ, ტოტალიზატორისკენ...
ggg
თქვენ სულელები ხომ არ ხართ,რა ლესტერზეა ლაპარაკი? რომელსაც მთელი ინგლისი ეხმარებოდა და დღეს სულს რო ღაფავს?რომ იცოდეთ ინგლის ეკონომიკაში ლომის წილი ტოტალიზატორებს შეაქვთ და თქვენ კი რაღასაც მიედმოედებით და ტაქტოქაზე ლაპარაკობთ, მოკვდა

"ლივერპული" მაგარ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ასოციაცია იქმნება თითქოს უფრო ტოტალიზატორის თამაშს თამაშობს და ეს დიდ დაღს ასვამს მის იმიჯს. ამიტომ სერიოზულად ვერ აღიქვამ ხოლმე 3-0-იდან წაგება არის რეალური "ლივერპული", თუ 0-4-იდან მოგებული გუნდია მისი ნამდვილი სახე.
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ნანი: იმ საღამოს ფერგიუსონმა, უბრალოდ, გამანადგურა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ნანი სეზონის სტარტს გამოტოვებს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ეს საინტერესოა: თითქმის მკვდრეთით აღმდგარნი
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ოფიციალურად: ნანი "ვალენსიას" ფეხბურთელია
მილანის "ინტერს" ახალი შემტევი ჰყავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"რედისონთან" კრიშტიანო რონალდოს გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა [VIDEO]
ნანი: ამ დღეს ვარჯიშზე მთვრალი რომ მისულიყავი, ფერგიუსონი არაფერს გეტყოდა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
ინგლისის სუპერთასი: არსენ ვენგერი სეზონს ტიტულით იწყებს [VIDEO]
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
"ჩელსი" დიდ წმენდას იწყებს, 6 ფეხბურთელი გუნდს დატოვებს
7 ფეხბურთელი, რომელთაც ამ სეზონში სათამაშო მანერა გუნდის ინტერესებისთვის შეიცვალეს
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
მიდის თუ არა საუდის არაბეთში - კლოპის აგენტი გერმანელი მწვრთნელის მომავალზე
ცნობილი გახდა, ვის გაუშვებს "ჩელსი" ემერსონთან ერთად
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში