წლის უმთავრესი შეჯიბრებები უფროსებსა და ასაკობრივ გუნდებში
ახალ საჭიდაო სეზონს ქართული საჭიდაო თემი სიახლით ხვდება - 10-12 ივნისს თბილისში "დიდი პრიზის" რანგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არაა განებივრებული მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის კალენდარში შეტანილი შეჯიბრებებით, ეს ნამდვილად კარგი ამბავია.

მსოფლიოს ფედერაციის კალენდარში წლეულს სულ სამი შეჯიბრებაა შეტანილი და სამივე მაის-ივნისზე მოდის. პირველი მათგანი ბათუმში 6-7 მაისს გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირია, რომელიც ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის ტარდება.

ამას ისევ "ბერძენ-რომაელთა" შორის მსოფლიოს ჩემპიონის - თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრება მოჰყვება, რომელიც ზუსტად ერთი თვის თავზე, 5-7 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონის მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩატარდება, ოღონდ ჭაბუკთა შორის.

მესამე და დასკვნითი შეჯიბრება ზემოხსენებული "დიდი პრიზია", რომელიც უფროსებში ტარდება და თანაც, ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში, ანუ "ბერძენ-რომაელებსა" და "თავისუფლებში".

"დიდი პრიზი" ერთგვარი კომპენსაციაა საქვეყნოდ ცნობილი ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირებისთვის, რომელსაც ერთ დროს არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატსაც უწოდებდნენ (კონკრეტულად - თავისუფალ ჭიდაობაში), თუმცა ბოლო წლების ძნელბედობამ ეს შეჯიბრებებიც შეიწირა. ახლანდელ შეჯიბრებას მთლად ასე არ ეწოდება, თუმცა ჩვენი ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ, მანუჩარ კვირკველიას ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ისევ მიეღო დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება, მერე კი, იქნებ იმ სახელოვან ვეტერანთა სახელების მინიჭებაც მოხერხდეს.

ბარემ აქვე წლის უმთავრეს შეჯიბრებებზეც ვთქვათ უფროსებსა თუ ასაკობრივ გუნდებში.

პირველხარისხოვან შეჯიბრებათაგან ყველაზე ადრე 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რომელსაც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით უნგრული სომბათჰეი უმასპინძლებს. იგი სამივე საჭიდაო სტილში - გოგონებში, ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბიჭებს შორის ტარდება.

მას ისევ ევროპის ჩემპიონატი მოსდევს, ოღონდ უკვე უფროსებს შორის, ოღონდ ის ამჯერად არა მარტ-აპრილში, არამედ გაცილებით გვიან - 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში გაიმართება. თუმცა წლეულს კონტინენტური პირველობების ჩემპიონატთა უმეტესობა მაისში ტარდება, აპრილში მხოლოდ აფრიკის ჩემპიონატია. მსოფლიოს ჩემპიონატი უფროსებში 21-26 აგვისტოს პარიზშია ჩანიშნული.

ახალგაზრდებში, 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატი გერმანულ დორტმუნდში 27 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება, მსოფლიოს პირველობას კი 1-6 აგვისტოს ფინური ტამპერე უმასპინძლებს.

ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 25-30 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქი სარაევო იქნება, მსოფლიოს პირველობისა კი - ათენი, 5-10 სექტემბერს.

როგორც ვხედავთ, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია ასაკობრივ გუნდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს ისევ დიდი სიმჭიდროვით, ერთმანეთთან გაუმართლებლად ახლო-ახლო ატარებს: ჭაბუკებშიც და ახალგაზრდებშიც ევროპის პირველობიდან მსოფლიოს ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთთვიანი შუალედია.

არა, ამათ არც 21-ე საუკუნე შველით და არც არაფერი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]
გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში ერევა [VIDEO]
მანუჩარ კვირკველია: არჩევნების ჩაშლა ჭიდაობისთვის დამანგრეველი იქნება
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა
დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია!