ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რამ დაღალა ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში"?

რამ დაღალა ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში"?

გავაანალიზოთ ესპანელი სპეციალისტის სიტყვები
"ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასასრული მოახლოვდა. გამორიცხეულია, 60 ან 65 წლის ასაკში ისევ მწვრთნელად ვიმუშაო. "სიტისთან" სამწლიანი კონტრაქტი მაქვს და აქ კიდევ მეტხანს შეიძლება დავრჩე. ამის მიუხედავად, ვხვდები, რომ ჩემი სამწვრთნელო საქმიანობა ფინიშის სწორზე გავიდა. წასვლის შემდეგ კი ვითამაშებ გოლფს", - პეპ გვარდიოლას ბოლო ნათქვამმა საფეხბურთო მსოფლიო შოკში ჩააგდო.

ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, თუ რამ დაღალა პეპი. ალბათ, უპრიანია, ეს მიზეზები ჩვენც მოვიძიოთ. მით უმეტეს, საქმე რიგით მოვლენასთან არ გვაქვს. მეტიც, საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტზე.

მწვრთნელზე, რომელიც ამ დროისთვის კარიერის ზენიტშია. მასთან ასოცირდება ფეხბურთში ახალი სტილის, ტიკი-ტაკას დამკვიდრება. მისი დანიშნულება დღევანდელი ფეხბურთისათვის სცდება მხოლოდ ერთი რიგითი მწვრთნელის ფარგლებს.

ფეხბურთს სჭირდება პეპი და პეპს სჭირდება ფეხბურთი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაინც, რით დაიღალა გვარდიოლა? შევეცადოთ გაანალიზებას.

მოტივაციის ნაკლებობა

გვარდიოლამ ამ ეტაპზე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც ამ დროისათვის შეიძლებოდა. იმ სამი წლის განმავლობაში პეპი პრემიერლიგის მოგებასაც იმედოვნებს. ამის შემდეგ, ერთი შეხედვით, მას აღარ დარჩება მოტივაცია.

ისე, კაცმა არ იცის, რა იქნება სამი ან მეტი წლის შემდეგ. გვარდიოლა ჩვეულებრივი ადამიანია და ადამიანების აზრები ძალიან ხშირად იცვლება. ერთიც ვნახოთ და პეპს მშობლიურმა "ბარსელონამ" უხმო?

ამ დროისათვის გვარდიოლას მოტივაცია დააკლდა - მის ძარღვებშიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანის სისხლი ჩქეფს.

ემოცია

ნებისმიერი ადამიანისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ემოციური ფონი სდევს თან მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საგულისხმოა, რომ გვარდიოლამ ეს განცხადება "ბარნლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.

მართალია, იმ შეხვედრაში "სიტიმ" მოიგო, მაგრამ პეპი ძალიან გაბრაზდა. მან ინგლისელ ჟურნალისტებთან მომხდარის თაობაზე ჟოზე მოურინიოს სტილში ისაუბრა. პეპი ცინიკური იყო და სიბრაზეს მალავდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში უშედეგოდ. პეპმა ასე საუბარი არ იცის. ის, უბრალოდ, გაბრაზებულია. ვინ იცის, იქნებ ამ გაბრაზების ნაყოფი იყოს მისი ბოლო განცხადება?!

მილიარდერის იმიჯი

შესაძლოა, პეპ გვარდიოლას უნდა, რომ მილიარდერის იმიჯი მოირგოს. საყურადღებო იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ პეპი გოლფის თამაშს აპირებს.

რეალურად ასე მილიარდერები იქცევიან. ნებისმიერ ადამიანს აქვს სრული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვემეტება ჯერაც ახალგაზრდა და შემართებით სავსე პეპი მხოლოდ გოლფისათვის.

პრემიერლიგის ფაქტორი

შესაძლოა, ყველაფერი პრემიერლიგის ფაქტორით ავხსნათ. ინგლისურ ლიგას ბევრი რთულად ეგუებოდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ პრემიერლიგა ერთ-ერთი რთული ლიგაა მსოფლიოში.

ადრე თუ გვიან, გვარდიოლა აუცილებლად შეეგუება პრემიერლიგას და იქნებ მას აპათიამაც გაუაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კირკიტა

პირველივე წელს თუ მოტივაცია აკლია,მაშინ მერე რაღა დაემართება?!

• ასე ვფიქრობ

სწორედ მოსაწყენი ტიკტაკის გამო დავანებე ფეხბურთის ყურებას თავი.ცენტრში 50 პასის გაკეთება რა საყურებელია.უბრალოდ ასეთი ფეხბურთიტ ვეღარ იგებენ და სხვა გვარდიოლამ არ იცის.

• s.s

ნუ გააკეთებთ ასეთ არასერიოზულ კომენტარებს ,,ბაიერნი მწვრთნელის გარეშეც მოიგებს ბუნდესლიგას'' და ა.შ. სირცხვილია ამ საიტზე სტატიაზე რომ წერთ კომენტარს ფეხბურთი გესმით ყოველშემთხვევაში თავს დებთ და ეს სისულელეები საიდან მაშინ. ბაიერნს უკვე მრავალი წელია საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს ბუნდესლიგაში, ჰეგემონია მუდამ მაგრამ 2 სეზონი დორტმუნდი ახევდა თავზე ბურთს იქით ვილფსბურგიც და კაცმა რომელმაც გუნდი მარტში გახადა ჩემპიონი ნუ დაუკარგავთ მთლად :დ პეპი უძლიერესია და სწორი განცხადებაც გააკეთა ფერგიუსონს რამდენიმე წელი დასჭირდა პრემიერ ლიგის მოსაგებად ალბათ თქვენ საშუალება რომ გქონოდათ მაშინაც ასეთ კომენტარსაც დაწერრდით სანამ ყველა აღიარებდა .. მეტი ფიქრი და განსჯა მეგობრებო :დ

• mamuka kikabize

ეჰ, ალეკო ალეკო... რა ახალი სტილი, რის ახალი სტილი... ე.წ. ტიკი-ტაკა ხავის მოგონილია და მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ დამთავრდა.

• Pep

Es aris mxdali da ususuri kacis gancxadeba, ubralod eshinia axali gamocvevebis es aris da es. Magrad gaumartla roca sascaul formashi mkof barcas cvrtnida. Baierni umcvrtnelodac moigebs germaniis chempionats. Sxva arc araferia aqvs migceuli sasaubrod rom girdes.verc ki shevadareb did mcvrtnelebs lipi,anceloti da sxva...

• snoop dogg

გვარდიოლას არ უთქვამს რომ ფეხბურთიდან მიდის მან თქვა სამწვრთნელო საქმიანობას დავამთავრებო. კაპელომ სწორად აღნიშნა არ არის გამორიცხული ბარსელონას პრეზიდენტობა უნდოდესო, მეც ასე მგონია :))

"სიტი" სანამ ნორმალურ ფეხბურთელებს არ იყიდის პეპი კი არა ალადინიც ვერ უშველის. აგუერო არც მესია და არც რონალდუ და დანარჩენი "სიტი", "ბარსელონას" და "რეალის" სათადარიგოებშიც ვერ მოხვდებოდნენ და რითი გინდა შედეგის მიღწევა მე ვერ გავიგე. "მძ....ს შეიძლება ფერი ჰქონდეს, მაგრამ ოქროდ მაინც ვერ გადააქცევ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება

"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია