საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის ესპანური "გრან კანარია" ევროთასს გათამაშების მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა
ევროთასის გათამაშებას გამოეთიშა ტორინ გრინის "გრან კანარია" - ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს ხორვატიის "ცედევიტას" (შინაც დამარცხდნენ და სტუმრადაც) და მეოთხედფინალის საგზურიც მას დაუთმეს.

"გრან კანარიასთვის" ბოლო ტურს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, წინასწარ ცნობილი იყო, რომ ჯგუფიდან რუსული "უნიქსი" და ხორვატული "ცედევიტა" გავიდოდნენ. გრინის გუნდმა სერბეთში "ჰემოფარმის" წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 74:75.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ნაყოფიერად იშრომა: 24 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. გრინმა ორქულიანები და საჯარიმოები კარგად ისროლა, სამქულიანების რეალიზებაში კი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა: 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო, 6-დან 1 სამიანი. საყურადღებოა, რომ ტორინს ბოლო წამებზე მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ შორეული ტყორცნა მიზანს ააცილა.

I ჯგუფი

თ მ წ ქ

1. უნიქსი 6 4 2 10

2. ცედევიტა 6 4 2 10

3. გრან კანარია 6 2 4 8

4. ჰემოფარმი 6 2 4 8

ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" მადრიდში "გალათასარაი" 71:69 დაამარცხა. თუმცა, ბოლო ტურამდეც გარკვეული იყო, რომ ჯგუფიდან "ესტუდიანტესი" და იტალიური "კასერტა" გავიდოდნენ.

ელისმა თურქებთან მატჩში მოედანზე 18 წუთი გაატარა და სამქულიანებში ვერც მან იყოჩაღა: 5-დან 1 ჩააგდო. ელისს მეტოქის კალათის მიმართულებით არც ორიანი უსვრია, არც საჯარიმო, მატჩი 3 ქულითა და 1 პასით დაასრულა.

J ჯგუფი

თ მ წ ქ

1. ესტუდიანტესი 6 5 1 12

2. კასერტა 6 5 1 12

3. გალათასარაი 6 2 4

4. ნიმბურკი 6 0 6 6

მეოთხედფინალში გავიდა "კახასოლი", რომელშიც ბექა ბურჯანაძე თამაშობს. ქართველი ახალგაზრდა ევროთასზე არაერთი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

ბოლო ტურში "კახასოლმა" იტალიაში "ბენეტონთან" 68:84 წააგო. მწვრთნელს ბექა იტალიაში არ წაუყვანია.

L ჯგუფი

თ მ წ ქ

1. ბენეტონი 6 5 1 12

2. კახასოლი 6 5 1 12

3. ალბა 6 1 5 7

4. პანელინიოსი 6 1 5 7

მეოთხედფინალში ელისის "ესტუდიანტესი" "გრან კანარიას" მძლეველ "ცედევიტას" დაუპირისპირდება, "უნიქსი" "კასერტას" წინააღმდეგ ითამაშებს, "კახასოლის" მოწინააღმდეგე "ბუდიველნიკი" იქნება, ხოლო "ბენეტონისა" - "გოტინგენი".

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა