უკრაინული მედია თურქულ TFF Birinci Lig-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქულ გუნდში გადავიდა
უკრაინული მედია თურქულ TFF Birinci Lig-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ნაკრებისა და პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე თურქულ კლუბ "სივასფორში" გადავიდა. წყარო გარიგების დეტალებზე არაფერს იუწყება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მეორე ლიგის კლუბის მხრიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესსა და კლუბებს შორის არსებულ წინასწარ შეთანხმებაზე პირველად რამდენიმე დღის წინ დაიწერა, თუმცა მოგვიანებით "ვორსკლამ" ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

"სივასფორი" თურქეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერს სულ 3 ქულით ჩამორჩება. "სივასფორი" მიზნად სუპერლიგაში აღზევებას ისახავს, რომლის საგზურს ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ იღებს, მესამეადგილოსანი კი - პლეი ოფის გზით.

შეგახსენებთ, რომ სანდრო უკრაინაში 2008 წლიდან თამაშობდა, სადაც "დნიპროს", "კრივბასის", "არსენალის", "ვოლინისა" და "ვორსკლას" ღირსებას იცავდა. პოლტავურ კლუბში, სადაც ის გასულ ზაფხულს გადავიდა, ფინანსური პრობლემები შეიქმნა და კობახიძეც მის დატოვებას არ გამორიცხავდა.

status quo
გაბანძებულა მთლად.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა