მიუნხენის "ბაიერნს" ასეთი რამ ბოლოს ათი წლის წინ დაემართა

ბაიერნი-შალკე 0:1

ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი (59. კროოსი), ბრენო, პრანიჩი - ლუის გუსტავო (82. ვან ბუიტენი), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი (77. კლოზე), რიბერი - გომესი.

შალკე (4-3-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შარპეი (82. შმიტცი) - კლუგე, მატიპი, ანანი (89. პაპადოპულოსი) - ხურადო (61. დრაქსლერი) - რაული, ფარფანი.

გოლი: 0:1 რაული (15)

გაფრთხილება: რობენი, ლამი - უჩიდა, ანანი

მაყურებელი: 69 000

მიუნხენის "ბაიერნს" ასეთი რამ ბოლოს ათი წლის წინ დაემართა - ზედიზედ ორი საშინაო თამაშის წაგებას ვგულისხმობთ. დორტმუნდის "ბორუსიას" შემდეგ, რეკორდმაისტერი გუშინ "შალკემაც" გაამწარა და ამრიგად, ხუთი დღის ინტერვალში ლუის ვან გაალის გუნდმა ჯერ გერმანიის ჩემპიონობის შანსი დაკარგა, მერე კი გერმანიის თასიდანაც გავარდა. დავნაძლევდეთ, რომ თუ ბავარიელები მილანის "ინტერთანაც" დამარცხებიდან და ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთიშებიან, ვან გაალი უმუშევარი დარჩება? ფაქტი ის არის, რომ "ალიანს არენაზე" გუშინვე გაჩნდა ტრანსფარანტები ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვების მოთხოვნით.

მიუნხენურ გრანდს ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში, კერძოდ მე-15 წუთზე რაულმა გაუტანა. ვეტერანი ესპანელის გოლის შემდეგ, "ბაიერნი" ბევრს უტევდა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად - ვან გაალის გუნდის ყველა შეტევა გამოცნობადი იყო (ყოველ შემთხვევაში, ფელიქს მაგათის შეგირდებისთვის). ამრიგად, "შალკემ" გერმანიის თასის ნახევარფინალში შარშან განცდილი მარცხისთვის შური იძია და გელზენკირხენულ კლუბს ტიტულამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

და რაკი ფინალში "შალკეს" მეტოქე მეორებუნდესლიგელი "დუისბურგი" იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგათის გუნდი ბერლინში 21 მაისს გასამართი ფინალის ტოპ-ფავორიტია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თასის მოგებით "შალკე" ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, გელზენკირხენელებს ბუნდესლიგის ცხრილის ხუთეულში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვთ და მათთვის ევროპაში გასვლის ერთადერთი შანსი გერმანიის თასის მოგებაა.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე