9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა
9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

"საკრამენტო" სწორედ ის გუნდია, რომელიც არაეთიკურად გამოეხმაურა ზაზა ფაჩულიას NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შუალედურ შედეგებში მოხვედრას.

- NBA-ს კლუბი "საკრამენტო კინგსი" ზაზა ფაჩულიაზე დაიბოღმა [VIDEO]

"საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი კი შედეგებში ფაჩულიას ბევრად ჩამორჩება, რაც, შეიძლება ითქვას, ამ ორი ცენტრის დუელს კიდევ ერთ ელფერს სძენდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22:07 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა სროლების სიზუსტე ამ ბოლო პერიოდში აშკარად გააუმჯობესა.

იხილეთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "საკრამენტოსთან"

კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტია ფაჩულიას ჩაჭრები, 3 ჩაჭრით ფაჩულიამ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა "საკრამენტოს" დარენ კოლისონთან ერთად.

ამასთან ერთად, ზაზა ფაჩულიას ჰქონდა ყველაზე მეტი 5 მოხსნა თავდასხმაში, სადაც ის სწორედ დემარკუს კაზინსს უწევდა კონკურენციას.

რაც შეეხება კაზინსს, მან 17 ქულა, 5 პასი და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო თავდასხმაში მოხსნა საერთოდ არ ჰქონია. შეხვედრის ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, შემდეგ 28 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო: საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 106:117

36 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მთელ NBA-ს ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ, 11 იანვარს, "მაიამისთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

Geo
ზაზა ძალიან კარგი კალათბურთელია და ამას ვამბობ ყოველთვის. მაგარი ხარ ზაზა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ საქართველოს ამხელა პოპულარიზაციას უწევ და მერე, როგორც კალათბურთელი კარგი ცენტრი ხარ. გენავცალე, მიდი მიაწექი :)))
შენ გენაცვალე ზაზა!!!!!
ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა(როგორც იმ დღეს ვიღაც უვარგისმა დაპოსტა),ეს ჩემიანის წარმატებით გახარება,ბედნიერება და თანაგრძნობაა!
ilia
ზაზაჩულია არის პროფესიონალიზმის, გაუტეხლობის, ნებისყოფის ბრწყინვალე მაგალითი ,რამდენი რთული მომენტი ქონდა ნბ-ს კარიერასი და როგორ გაუმკლავდა თავის მიზანდასახულობით
ALONZO
ზაზა ინტელექტუალური კალათბურთელია. წლები და წონა ხელს უშლის მაგრამ "გოლდენ სტეიტისთვის" მაინც პოზიტიურია
კახა
ზაზა მართლა სხვა ყაიდის ცენტრია, იცოდა რაც დაწერა კაზინსმა და საკრამენტომ ოლლ სტართან დაკავშირებით მასზე და შური იძია, ზაზა თავის ნაკლს მოკლე ხელებსა და ცუდ ნახტომთან დაკავშირებით, უდიდესი სათამაშო ინტელექტის წყალობით აბალანსებს და იმიტომაც არის გოლდენ-სტეიტის მთავარი ცენტრი

სარგებლიანობის კოეფიციენტი ზაზას +15 ჰქონდა, დემარკუსს -14. ასე რომ დუბლის ქონა არ ნიშნავს იმას რომ ზაზაზე უკეთესად ითამაშა.
ჯონი
ზაზა კალათბურთში გამარჯვებული ინტელექტუალური ლომია გაშმაგებულ მხეცებთან ბრძოლაში. კაზანს სკამზე ხელები კი არა, თავი უნდა ერტყა. მოუხდებოდა. ზაზა კალათბურთის - მათს ჰუმელსია (გერმანელი ფეხბურთელი). მთელ თამაშად ზაზას უკნიდან კარიზე გადაწოდებული პასი ღირდა. ეს ერთი და სხვა მრავალი. წარმატებები ზაზას და სრულიად საქართველოს....
giorgi
ამერიკულმა პრესამ რაო, სამაგიეროდ კაზინსმა ორმაგი დუბლი გაჩარხაო? :D
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს