წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატში გამოსვლას გენო პეტრიაშვილიც აპირებს

დიდი სპორტი ამბროლაურსაც ეწვევა - დღეს იქაურ საჭიდაო კლუბ "ფალავანში" თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რომელიც, ასაკობრივი ტურნირის კვალობაზე, საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

წინასწარი მონაცემებით, მასში მონაწილეობას ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილიც (125) აპირებს, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე კი, არაა გამორიცხული, მას პირდაპირ დაუჯავშნონ ადგილი ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატზე.

პეტრიაშვილის გარდა, ჩემპიონატში ბლომად გამოვლენ პერსპექტიული მოზარდები, რომლებიც ან ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები არიან, ან უკვე გადავიდნენ ეროვნულში და სათადარიგო ფალავნებად იქცნენ. მაგალითად, ირაკლი მწითური (86), ავთანდილ კენჭაძე (66) და მისი ძმა ნიკოლოზ კენჭაძე (74), ტარზან მაისურაძე (74), გივი მაჭარაშვილი (97) და სხვები.

ამბროლაურში გუშინ აწონვები გაიმართა იმ წონებში, რომლებიც პირველ დღეებში იჭიდავებენ. ესენია 57, 65, 74 და 97 კილოგრამები, 61, 70, 86 და 125-ის ფალავნები კი ხვალ იასპარეზებენ. ქვეყნის პირველობას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც დაესწრება, რომლისთვისაც ეს პირველი სპორტული ღონისძიებაა.

23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი 28 მარტს დაიწყება უნგრულ სომბათჰეიში და 2 აპრილს დასრულდება. "ბერძენ-რომაელთა" ანალოგიური ტურნირიც იქვე და იმავე ვადებში გაიმართება, მაგრამ ისინი საქართველოს ჩემპიონატს ჯერ არ ატარებენ. ამისათვის მათ საპატიო მიზეზი აქვთ, თუმცა ამავე მიზეზით ჯერ თავს იკავებს მთელი ქართული საჭიდაო ოჯახი.

საქმე ისაა, რომ 20 იანვარს ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის კონგრესი იმართება, სადაც უნდა იმსჯელონ წესებში შესატან ცვლილებებზე და ახალი წონების შემოღებაზე ან ძველი სისტემის უცვლელად დატოვებაზე.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახლა ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას ელოდება და მანამდე ტაიმ-აუტი აიღო. სავსებით მართებულადაც, რადგან თუ შეიცვლება წესები და წონები, მაშინ შიდა ტურნირებსაც ამის მიხედვით ჩაატარებენ. მანამ, მინიმუმ, იანვრის ბოლომდე გადაიდო ქვეყნის ეროვნული პირველობები "ბერძენ-რომაელებსა" და "თავისუფლებს" შორის, 23-წლამდელ "ბერძენ-რომაელთა" ჩემპიონატი და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები. ეგ კი არა, ამ გაურკვევლობაში არც 23-წლამდელ "თავისუფალთა" ზემოაღნიშნული შეჯიბრებაა მიზანშეწონილი, მაგრამ დებულებები უკვე დაგზავნილი იყო, ფალავნები ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლს ამთავრებდნენ, უმეტესობას წონაც დაკლებული ჰქონდა და გადადება არ ეგებოდა, თორემ ამასაც გადასწევდნენ თებერვლისკენ.

არადა, ქვეყნის ეროვნული პირველობებიც ძალიან საინტერესო იქნება ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში, ვინაიდან ახალი ოლიმპიური ციკლის დაწყებას თან ახლავს საკადრო გადაადგილებები წონიდან წონაში, ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსული ახალი კადრების გამოჩენა და სხვა...

აბა, ვის არ დააინტერესებს "ბერძენ-რომაელთა" შორის მძიმე წონაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელებული და საერთაშორისო არენაზე ასაკობრივ გუნდებში ოთხი წლის მანძილზე წაუქცეველი ზვიად პატარიძის გამოსვლა, თუმცა საინტერესო ფალავნები სხვებიც ბლომად იქნებიან.

ამასობაში, ისევ გაურკვეველია საკუთრივ ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა. 17 დეკემბერს უსაშველოდ გაჭიანურებულ, ლამის 9-საათიან საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად გეგეშიძე კი აირჩიეს, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის შესახებ არ უმსჯელიათ. გეგეშიძე მათ კანდიდატურებს აღმასკომს წარუდგენს, რომლის სხდომაც არაუგვიანეს 15 იანვრისა უნდა გაიმართოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაცაცო
ჩემი დაუმარცხებელი
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს