ტორპედო-დილა 2:1 - პოზიციები შენარჩუნებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სატურნირო თვალსაზრისით, მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გორელებმა ზედიზედ 6 შეხვედრა წააგეს. ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელში გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო და აუტსაიდერთა ზონას მეტისმეტად სახიფათოდ მიუახლოვდა.

სიახლე იყო გორელთა შემადგენლობაში გიორგი ფანცულაიას გამოჩენა - თბილისის "საბურთალოდან" წამოსული თავდამსხმელი 2 თვე უგუნდოდ იყო და ბოლოს "დილაში" ჩაირიცხა.

ქუთაისელები კი თბილისის "დინამოს" დაწევას ცდილობენ და მათთვის ქულის დაკარგვაც მიუღებელი იყო. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ტორპედოელებმა რამდენიმე სწრაფი შეტევა წამოიწყეს.

სტუმრებს კი იერიშების ორგანიზება უჭირდათ. "დილა" მხოლოდ პირველი ტაიმის
მიწურულს გამოცოცხლდა და ანგარიშიც გახსნა.

მეორე ნახევარში ქუთაისელებმა უპირატესობა ისევ მოიპოვეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს. მთავარი გმირი გიორგი კუხიანიძე გახლდათ, რომელმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც ლევან კუტალიამ, რომელიც ხშირად ამწვავებდა თამაშს.

მაგრამ ტორპედოელთა სიხარულის გაზიარება ქუთაისელმა ფანებმა ვერ მოახერხეს, რადგან... შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდა.

მატჩის სტენოგრამა
13' - ფალავანდიშვილის შეტევა და ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.
17' - შოთა ბაბუნაშვილის კარგი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ლევან კუტალია გავიდა. ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. გორელები გადარჩნენ.
22' - კუთხურის შემდეგ გიორგი გურული თავით გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ ოდნავ ააცილა.
29' - ბექა ტუღუშის სახიფათო შეტევა - ახლო კუთხეში წასული ბურთი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
31' - ირაკლი ძარიას სახიფათო შეტევას როინ კვასხვაძე გადაეღობა.
34' - გოლი! გიორგი პაპავას ძლიერი დარტყმა კვასხვაძემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ფლავიო ნუბიომ მცველს დაასწრო და ანგარიში გახსნა - 0:1.
36' - დავით კირკიტაძემ კარის წინ გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც ახლოდან ააცილა მიზანს. მასპინძელები გადარჩნენ!
42' - პედრინიომ მის მიერვე წამოწყებული კონტრშეტევის დასრულება სცადა და ოდნავ ააცილა კარს.
48' - გოლი! მეორე ტაიმში ქუთაისელთა პირველივე შეტევის შემდეგ პაპავამ კუტალია საჯარიმოში წააქცია. დაინიშნა პენალტი, რომელიც კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა - 1:1.
50' - გოლი! ქუთაისელთა შეტევა საჯარიმოს სიახლოვიდან ტექნიკური დარტყმით გიორგი კუხიანიძემ გოლით დაასრულა - 2:1.
54' - გორელთა სწრაფი და მწვავე შეტევა - კირკიტაძემ კარის წინ ბურთს ფანცულაიას აწვდის, მაგრამ ეს უკანასკნელი უზუსტოდ ურტყამს. მასპინძლები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.
57' - ახლა უკვე გორელები გადარჩნენ აშკარა გოლს. მუჯრიშვილმა კუხიანიძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე კუჭუხიძეს ოთარ კუსიანი გადაეფარა და ახლოდან გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
71' - ლაშა კუჭუხიძემ კარის წინ გრიგოლ დოლიძე დატოვა, რომელმაც მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.
73' - ანდრო სოფრომაძის ფლანგურ გადაცემას თავურით ჟან დერეტი აგვირგვინებდა, მაგრამ ეს დარტყმაც უზუსტო გამოდგა.
83' - მერაბ გიგაურის ძლიერ და ზუსტ დარტყმაზე მუჯრიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
20.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია" (უმაყურებლოდ)
ტორპედო-დილა 2:1
გოლები: 0:1 ფლავიო ნუბიო (34), 1:1 კუხიანიძე (48-პენ), 2:1 კუხიანიძე (50)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - კუხიანიძე, ფალავანდიშვილი - დოლიძე (78. კორობკა), ბაბუნაშვილი (60. გიგაური), ტუღუში (46. კუჭუხიძე) - კუტალია.
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, მამასახლისი, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - პაპავა, აბუბაკარი, კუსიანი (62. კვახაძე), სოფრომაძე - რაზმაძე, ძარია - კირკიტაძე, პედრინიო (71. დერეტი), ფანცულაია (76. ტარავალიე) - ნუბიო ფლავიო.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, მოდებაძე, ალჰასანი, აშორტია
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილებები: ჭიჭინაძე (13), კირკიტაძე (14), პაპავა (47), კვახაძე (81), კუტალია (90)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

მომდევნო ტური
25 აგვისტო, პარასკევი
ჩიხურა-საბურთალო 17:30
შუქურა-ლოკომოტივი 20:00

26 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-ტორპედო 17:30
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 20:00

27 აგვისტო, კვირა
დილა-კოლხეთი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 18
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

ავტორი: სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძველი საიტი უფრო კარგი იყო, ტორპედოში უფრო აგრესიული ძველი ფეხბურთელები არიან.ახლების ტრანსფერმა არ გაამართლა,ვერწერთი არ ინდომებს გოლის გატანას, კლასი აკლიათ!
გოგა ქუთაისელი
16:22 21-08-2017
0
Daraselia rekords amyarebs
Giorgi
14:05 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული