ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა. მოსიაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე ზურაბ ჩაკვეტაძე შეცვალა.

მამუკა მოსიაშვილი 42 წლის არის. აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გასხვისდა. კლუბის გასხვისების მიზნით აუქციონი ორჯერ გამოცხადდა. მეორედ "ტორპედო" აუქციონზე განახევრებული ფასით - 295 000 ლარად გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
0
არიქა გაყიდოს მერიამ ტორბედო ჩქარა,თორემ ჩაჩუა გადაიფიქრებს და კერზო მფლობელი დაიკარგებაო,რა ეშველა ტორბედოს?უკეტესი გუნდია ვიდრე გაყიდვამდე იყო??? 6 თვე ქონდა ჩაჩუას ევროთასებისთვის გუნდის გასაძლიერებლად და რა ქნა? 1 წლის უთამაშებელი,თავისუფალი აგენტი კვირტია და 500-500 დოლარად კუტალია და კორობკა დაიმატა ფოთიდან.ეს იყო გაძლიერება გუნდის? ან მეპატრონის ინვესტიცია ახალშეძენილ გუნდში? ამათ ხალხის ფულის ჭამა უნდათ თუ არა,აბა გააუქმოს დაფინანსება ფედერაციამ,თუ გაჩერდება ჩაჩავა ქუთაისში? გაახილეთ ტვალები და მოვთხოვოთ ფედერაციას ხალხის ფულის მხოლოდ იფრასტრუქტურაზე დასაფეხბურთო აკადემიებზე დახარჯვა .შეწყდეს კერძო კლუბების(ბიზნესის) ხალხის ფულით დაფინანსება!!ან ხაშურის გამგებლის სპორტულ დირექტორად დანიშვნა რა უბედურებაა?აქედანაც ჩანს ჩაჩავას მიზნები.ივლისში იყო დაანინსებული ჩაჩავას მიერ პრესკონფერენცია და ტორბედოს სამომავლო მიზნების გაცნობა გულშემატკივრებისათვის.ესე დაპირებაც ჩაჩავასავით ბლეფი აღმოჩნდა.
mamulo
11:14 05-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული