ეროვნული ლიგა. XXI ტურის წინ: ბათუმი "სამტრედიას" მიიღებს, ქუთაისი - "კოლხეთს"

AutoSharing Option
დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში XXI ტურის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართება.

ბათუმში ადგილობრივი "დინამო" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს. შეხვედრა "რაგბი არენაზე" 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "აჭარის ტელევიზია" წარმოადგენს.

დღის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც "ტორპედო" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ტურის სასტრატო შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

- ეროვნული ლიგა. XX ტური: "დინამომ" 10-კაციან
"დილასთან" გაილაღა


ეროვნული ლიგა. XXI ტური
5 აგვისტო
ბათუმი. "რაგბი არენა". 19:00 (LIVE, აჭარა)
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
29: +13 =5-11, 45-37
დისკვალიფიკაცია
მგელაძე, კვასოვი (ორივე - დინამო ბთ)
I-II წრე 0:1, 0:2

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
63: +29 =16 -18, 97-70
I-II წრე 2:1, 3:0

6 აგვისტო
ივანწმინდა. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =2 -1, 15-7
I-II წრე 3:1, 4:1

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 20:30 (LIVE "I არხი")
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 6-5
დისკვალიფიკაცია
კომახიძე, სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი)
I-II წრე 2:1, 2:1.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთარას ჰეტრიკს გპირდებით
მარცვალა
19:02 05-08-2017
0
თუ არ იქნება ლაივი აჭარაზე ნუ დებთ
gura
17:01 05-08-2017
0

სიახლეები პოპულარული