ეროვნული ლიგა. XXI ტური. უდანაკარგო აღარც "ტორპედოა"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-3 წრის 2 გასვლითი მოგებით დაწყების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედომ", საკუთარ კედლებში, ქულები ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ფოთის "კოლხეთთან" დაკარგა.

"ტორპედოს", რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ეროვნული ლიგის ბოლო 10 თამაშიდან 9 ჰქონდა მოგებული, "კოლხეთმა" კი, ბოლო 6 შეხვედრიდან ვერცერთის მოგება მოახერხა. ფავორიტებად, ბუნებრივია, ქუთაისელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ფოთელებმა ბოლო 9 შეხვედრაში მე-5 უგოლო ფრე ითამაშეს.

21 ტურის შემდეგ, მე-2 ადგილზე მყოფი "ტორპედო" თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-3 პოზიციაზე მყოფ "სამტრედიას" 2 ქულით
უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა დამართნია ტორპედოს.აიღოს თუ გინდათ ეს პირველი ადგილი.მერე რა.იმის იქით თქვი თორე აქ ერთმანეთს რო ეფაფხურებიან რაღაცას ეს არაფერს არ ნიშნავს.გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე
ნოდარი
14:58 06-08-2017
0
მე არცერთ გუნდს არ ვუსურვებდი საპრიზო სამეულში მოხვედრას. სანამ სუსტები ვართ, ევროპაში შერცხვენას და თავის მოჭრას მირჩევნია მე 5-7 ადეგილზე ვიყო.ძალიან კარგია ფოთელი აფრიკელი, თუ შესაძლებელია ,არაა დასაკარგი ნაკრებისთვის
გულშემატკივარი
11:09 06-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული