ლოკომოტივი-ტორპედოს მატჩი 14 აგვისტოს გაგრძელდება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი ლოკომოტივი-ტორპედო, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა და 85-ე წუთზე შეწყდა, ორშაბათს 14 აგვისტოს დასრულდება.

გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო - მატჩის დარჩენილ დროს გუნდები 14 აგვისტოს 18:30 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.

ხოლო 11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფედერაცია მართლა ვერ აზროვნებს? ამხელა გზაზე ჩამოყავთ ტორპედო, რომ 5 წუთი ითამაშონ? ცოტა რეალურია ხომ უნდა იყოს. მე მგონი მსაჯმა უფრო დაძაბა სიტუაცია. თორემ ყოველ თამაშზე იგინებიან და ისვრიან
nugo
12:57 14-08-2017
0
ხუთი წუთი?და ამის გულისათვის ტორპედო ქუთაისიდან თბილისში უნდა ჩამოვიდეს?შეეკითხეთ მაინც გუნდებს,იქნება არ უღირთ და ამ ანგარიშსაც დათანხმდნენ?მართლა ტაკიმასხარაობაა.
სოსო
08:06 14-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული