ეროვნული ლიგა. XXII ტური: ჩხუბის გამო ჩაშლილი მატჩი "ლოკომოტივის" გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
14 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXII ტურის მატჩი გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის ტრიბუნებზე არეულობის გამო შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართული შეხვედრა 86-ე წუთზე ფანებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა. მაგ დროისთვის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:0-ს იგებდა.

დღევანდელი დაპირისპირება გოლების გარეშე დასრულდა და მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს და 3 ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივს" 33 ქულა გაუხდა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. "ტორპედო" კი 44 ქულით კვლავ მეორეა.

11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე
იმსჯელებს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.

- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მომწონს ტორპედოს ახალი ტრანსფერები!
გოგა
13:26 15-08-2017
0
მოკლედ აქ არის პირველი სამეული, მეორე სამეული - საბურთალო, ჩიხურა და ლოკო, მესამე სამეული და შუქურა. საინტერესო იქნებოდა მეორე სამეულის გუნდების შეხვედრა ლიგა2-ის ლიდერებთან მერანთან და რუსთავთან
მერაბი გ.
12:29 15-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული