ლოკომოტივი-ტორპედო: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა.

კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: ორივე კლუბი დაჯარიმებულია 20 000-20 000 ლარით.

მომდევნო საშინაო მატჩს "ლოკომოტივიც" და "ტორპედოც" უმაყურებლოდ ჩაატარებენ. ასევე, კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი - მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.

და ერთიც: მეოთხე წრის "ტორპედო"-"ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.

- დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

მომზადებულია
Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
აქამდეც უმაყურებლოდ არ თამაშობდნენ?
zviadi
12:05 22-08-2017
0
არ ვამბობ იმას რო იმ თამაშშზე კარგი რამ მოხდა, მაგრამ ამხელა ამბების ატეხვა რა ამბავია ნახეთ საბერძნეთში და ბევრ ევროპულ ქვეყნებში რეები ხდება სტადიონებზე, პაოკის თამაშსზე ბევრჯერ სულ კვამლში და აფეთქებების ხმაში მოქცეულა მთელი სტადიონი მაგრამ მერე ისევ გაგრძელებულა თამაში,აქ კი არაფრისგან უნდა შექმნან ამხელა ამბები,ისედაც სულ 10 კაცი დადის სტადიონზე და მალე ალბათ ისინიც აღარ ივლიან.კარგი იქნება თუ სუფთა საფეხბურთო თემებზე იქნება ხოლმმე ასეთი გამოხმაურებები მაგრამ როგორც წესი აქ ფეხბურთის განვითარებაზე ნაკლებს სუბრობენ ხოლმე.
bebeto
20:37 16-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული