ტური 13: ჩემპიონის ფრე "თელავთან"

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, "დინამო ბათუმმა" შინ 1:1 ითამაშა "თელავთან".

დინამო ბთ 1:1 თელავი

მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" "თელავთან" ფრედ ითამაშა და მესამე ადგილზეა. თელაველები კი მერვეზე არიან.

სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, მაკსიმ მაიროვიჩმა ჩაჭრა მამუკა კობახიძის თავურით უკან დაბრუნებული ბურთი და ვარდნაში მოახერხა გატანა. ეს მაიროვიჩის პირველი გოლია საქართველოში.

ბათუმელებმა 64-ე წუთზე გაათანაბრეს: შეცვლაზე შესულმა პაატა ღუდუშაურმა შორეულ კუთხეში ჩაახვია და 1:1.

მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. "დინამო ბათუმი"
ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "იბერია 1999"-ს, ხოლო ერთი ქულით - გორის "დილას". ეს სამეული საკმაოდ წინაა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბილეთი გამიფუჭა ვფიქრობ თითონ გააკეთეს კარგი ფული
ირაკლი
23:04 12-05-2024
3
ვფიქრობ შარშან გაცილებით უკეთესი ჩემპიონატი გვქონდა.
თომა
08:54 12-05-2024
1

სიახლეები პოპულარული