ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
"სიონი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. "სიონს" აგრეთვე მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძე დაემშვიდობა.

"სიონის" დირექტორმა ლევან სილაგაძემ ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელი, გიორგი ჭელიძე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ბოლნისურ გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება. მას ასისტენტობას გიორგი ოქროპირიძე გაუწევს.

ჭელიძემ დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. "სიონი" 33 ტურის შემდეგ 30 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და 11 ნოემბერს "საბურთალოს" უმასპინძლებს.