თემურ ქეცბაია: რუსეთის პირველი ლიგა ჩემპიონშიფს არ ჩამოუვარდება

AutoSharing Option
"ორენბურგის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ რუსეთის პირველი ლიგა ინგლისურ ჩემპიონშიფს შეადარა. ქართველმა სპეციალისტმა ასეთი შედარება რუს ჟურნალისტებთან ბოლო ტურში, "ფაკელთან" სტუმრად ვორონეჟში მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ გააკეთა.

"თამაში რთული გამოვიდა. საერთოდაც, ყველა მატჩი რთულია და არ აქვს მნიშვნელობა, შინ თამაშობ თუ სტუმრად. ყველა იბრძვის. მადლობა ბიჭებს, რომ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა მომავალი თამაშისთვის მოვემზადებით.

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის პირველი ლიგის გათამაშება არაფრით ჩამოუვარდება ჩემპიონშიფს. უბრალოდ, ინგლისური ტურნირი უფრო მეტადაა დარეკლამებული.

ფნლ-ში ძალიან ძნელია. თუ კარგად არ
იცნობ ამ ლიგას, დიდ სიურპრიზებს უნდა მოელოდე. ყველა გუნდი კარგადაა ორგანიზებული და ფიზიკურად მომზადებული. ეს საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ - მატჩებში, რომლებშიც დაცვაში შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. თუმცა, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა - წარსულზე", - თქვა ქეცბაიამ, რომელსაც ინგლისში "ნიუკასლსა" (1997-2000 წლებში) და "ვულვერჰემპტონში" (2000-01) უთამაშია.

49 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ "ორენბურგს" პირველ ლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Temur qecbaiam 1999 tsels tbilishi saberznets goli rom gautana masey burtebs marto varskvlavebi itanen!.axal taobas araxsovs da arunaxiat sabchota kavshiris chempionati da qecbaias magari tamashebi.chivazis,sulaqvelizis,ketashvilis,gabelias,gogichaishvilis,svanazis da kidev bevri didi fexburtelis gverdit izrdeboda da ostatdeboda 1987 tslidan.
Zurabi
08:23 08-08-2017
0
ქეცბას წარმატებებს ვუსურვებ ყველგან და ყველაფერში.ნაკრებში რომ არ გამოუვიდა ეგ არ ნიშნავს,რომ ცუდი სპეციალისტია,ან მით უმეტეს არა პატრიოტი.თუ ვინმეს მისი თამაში აღარ ახსოვს ძმები არველაძეების იუმორისტულად ნაამბობი გაიხსენეთ თემურის თამაშის შესახებ,როგორ ახალტურავებდნენ სხვები თამაშის ბოლოს და როგორ იკლავდა თავს ქეცბაია სირბილით და ბრძოლით.სულ ბოლოს კი კუნთებ გაჭიმული სხვებს ეხვეწებოდა,დამეხმარეთო.ძმები ხუმრობით ჰყვებოდნენ ამას,მაგრამ სიმართლეს ჰყვებოდნენ. ქეცბაია ყოველთვის ამ მაქსიმალიზმით გამოირჩეოდა და გამოირჩევა.რაც შეეხება შეძრომას,ვერც ამას დავეთანხმები,იგი ახალი მისულია რუსეთში,საჭიროა თავის დამკვიდრება,გულშემატკივართან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის აწყობა, დათბობა,ამისათვის კი ცოტა შექება შეძრომა ნამდვილად არ არის და არც რუსეთის პირველი ლიგაა ხელწამოსაკრავი ლიგა.
სოსო
21:11 07-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული