ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაია: რუსეთის პირველი ლიგა ჩემპიონშიფს არ ჩამოუვარდება

AutoSharing Option
"ორენბურგის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ რუსეთის პირველი ლიგა ინგლისურ ჩემპიონშიფს შეადარა. ქართველმა სპეციალისტმა ასეთი შედარება რუს ჟურნალისტებთან ბოლო ტურში, "ფაკელთან" სტუმრად ვორონეჟში მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ გააკეთა.

"თამაში რთული გამოვიდა. საერთოდაც, ყველა მატჩი რთულია და არ აქვს მნიშვნელობა, შინ თამაშობ თუ სტუმრად. ყველა იბრძვის. მადლობა ბიჭებს, რომ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა მომავალი თამაშისთვის მოვემზადებით.

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის პირველი ლიგის გათამაშება არაფრით ჩამოუვარდება ჩემპიონშიფს. უბრალოდ, ინგლისური ტურნირი უფრო მეტადაა დარეკლამებული.

ფნლ-ში ძალიან ძნელია. თუ კარგად არ
იცნობ ამ ლიგას, დიდ სიურპრიზებს უნდა მოელოდე. ყველა გუნდი კარგადაა ორგანიზებული და ფიზიკურად მომზადებული. ეს საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ - მატჩებში, რომლებშიც დაცვაში შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. თუმცა, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა - წარსულზე", - თქვა ქეცბაიამ, რომელსაც ინგლისში "ნიუკასლსა" (1997-2000 წლებში) და "ვულვერჰემპტონში" (2000-01) უთამაშია.

49 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ "ორენბურგს" პირველ ლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ