ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავა "შახტარს" ოლექსანდრიაში ვერ გაჰყვა, არაბიძე 21-წლამდელებში თამაშობს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველმა ფეხის თითი გაიჭრა და ამის გამო გუნდს ოლექსანდრიაში არ გაჰყვა.

"შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის V ტურის შეხვედრას "ოლექსანდრიასთან" დღეს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავას, რომელიც დონეცკის გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა, თამაშის საშუალება ჩემპიონატში ჯერ არ მისცემია.

რაც შეეხება ამ უკრაინული გუნდის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, გიორგი არაბიძემ 11 აგვისტოს "ოლექსანდრია"-"შახტარის" 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრაში ითამაშა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გიორგიმ კი მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო.
ასევე დაგაინტერესებთ