თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. გუნდს მასთან ერთად სოსო ჭედიაც დაემშვიდობა, რომელსაც მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა ეკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან, მწვრთნელ სოსო ჭედიასთან და ფიზმომზადების მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვეტილია. საფეხბურთო კლუბი "ორენბურგი" მადლობას უხდის სპეციალისტებს გაწეული სამუშაოსთვის და კარიერის წარმატებით გაგრძელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა. ქეცბაიას ამოცანა "ორენბურგის"
რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ განვლილ 8 ტურში გუნდმა მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო და 20-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად 10 ქულით მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგას რუსეთის მეორე ლიგა ადვილი სათამაშო ეგონა და იმიტომ წავიდა. არის კატეგორია ყოფილი ფეხბურთელების, რომლებიც შეჩვეულები არიან კარგ ხელფასებს და არ ეთმობათ მწვრთნელობა. მე კი მინდა რომ მაგარი იყოს და საქმე გამოუვიდეს,სახელია ჩვენთვის,მე ყველა ქართველ მწვრთნელს ვგულშემატკივრობ, მარა არაა ეს მისი საქმე, სერიოზული მიღწევები ვერ ექნება.კვიპროსზე კი ქონდა ,მაგრამ იქ ეტყობა ,დაემთხვა რამდენიმე სასიკეთო კომპონენტი, თან მოტივაცია ქონდათ მაღალი და გამოვიდა საქმე. მე მგონი აქ რომ აიყვანოს რომელიმე,თუნდაც მეორე ლიგის გუნდი და გამოცადოს თავისი თავი და თუ ექნება სერიოზული მიღწევები მერე წავიდეს უცხოეთში, ეს ყველას ეხება სხვათაშორის.ჯერ აქ დაამტკიცეთ რომ შეგიძლიათ მწვრთნელობა
ესააჩემიკომენტარი
15:19 17-08-2017
2
დიზაინი შეცვალეთ
daviti
13:42 17-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული