დავით ხოჭოლავა "შახტარის" მთავარი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" დავით ხოჭოლავამ "ოლიმპიკთან" უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩამდე გუნდისგან ცალკე პროგრამით ივარჯიშა.

ამის შესახებ "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ცალკე პროგრამით ხოჭოლავასთან ერთად ბოგდან ბუტკო ვარჯიშობდა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ფეხის თითი გაიჭრა და ამის გამო გუნდს ოლექსანდრიაში არ გაჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიუღია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ამ კარტველი პეხბურტელების არ მესმის რა უნდა ამ დაბალ ლიგასჰი,რას უხურებენ აგენტები ,ევროპა 100 უკეტესია
OTAR
06:59 23-08-2017
0
ესეც "ხოხლანდგრანდის" მორიგი მსხვერპლი. ივანებზე ერთი ამბავია ფეხბურთელებს შეგნებულად გვიძირავენო და უკრაინაში ვინც წავიდა ვერავინ გაიხარა თუ არავინ გაახარეს. რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები რომ არ გვყავდეს კიდევ, "შაპიტოს" ცირკს დაემსგავსებოდა საქართველოს ნაკრები. თუმცა ახლაც არაა იმაზე მაღალი დონის. სიმართლე კი ის არის რომ ფიზიკურად და ტაქტიკური თვალსაზრისით სუსტები არიან ჩვენი მოთამაშეები და ამიტომაც ყველა ერიდება მათთან სერიოზულ ურთიერთობას, ამიტომაც ხეხავენ სკამებს დაბალი დონის გუნდებშიც კი. ამ ყველაფრის გამოსწორებას კი დღედაღამ ვარჯიში უნდა და არა "ბმვ"-ბით გრიალი. 30 წელს რომ გადაცდები მაშინ უნდა დაფიქრდე სერიოზულად ფინანსურ მომავალზე სპორტსმენი . ესენი კი ალბათ ოჯახის წევრებთან ერთად "მრგვალ მაგიდასთან" განიხილავენ პირველივე რამდენიმე ათასიან კონტრაქტს და უზომოდ ბედნიერები ზიან "ზამენაში" და თვიდან თვემდე გაწერილი აქვთ ალბათ მორიგ ხელფასზე რას და როგორს შეიძენენ. პროფესიონალიზმის ნატამალიც კი არ გააჩნიათ და იმიტომაც არის ასეთი სურათი დაჯღანული ჩვენების თავს.
................
17:26 17-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული