ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა "შახტარის" მთავარი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" დავით ხოჭოლავამ "ოლიმპიკთან" უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩამდე გუნდისგან ცალკე პროგრამით ივარჯიშა.

ამის შესახებ "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ცალკე პროგრამით ხოჭოლავასთან ერთად ბოგდან ბუტკო ვარჯიშობდა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ფეხის თითი გაიჭრა და ამის გამო გუნდს ოლექსანდრიაში არ გაჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიუღია.
ასევე დაგაინტერესებთ