"ხოჭოლავას, რომელიც კლუბმა უფასოდ აიყვანა, აქვს პოტენციალი, მას ძალიან საინტერესო მომავალი ელოდება "შახტარში", ამჟამად კი ის ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის დაცვაში თამაშის ჩვენს სისტემასთან", - თქვა კამპუშმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკურ გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არცერთი მატჩი ჩაუტარებია. ხოჭოლავას ამჟამად მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ინდივიდუალურად ვარჯიშობს.