ლეგიონის უქმეები: ვაკოს მეორე, კაშიას პირველი... [VIDEO]

AutoSharing Option
7 გოლი, 2 დებიუტი და საგოლე პასები - ასეთია ამ უქმეების ქართული მონაგარი, რაც არცთუ ურიგო შედეგია...

ჰოლანდია, ერედივიზიე.
ორი თამაშიდან 6 ქულა - ასეთი შედეგი აქვს გურამ კაშიას "ვიტესს" ჩემპიონატის სტარტზე. არნემელებმა სტუმრად 3:1 მოუგეს "როდას", ხოლო მე-80 წუთზე ქართველმა კაპიტანმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა - ბიუტნერმა კუთხური ჩამოაწოდა, ხოლო კაშიამ თავით შორეულ კუთხეში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

30 წლის მცველს ერედივიზიეში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი!

პორტუგალია, პრიმეირა.
"პორტუსთან" წაგებულ შეხვედრაში "მორეირენშეს" განაცხადში არ ყოფილა გიორგი მაკარიძე.

ესპანეთი, ლა
ლიგა 1|2|3.

გიორგი პაპუნაშვილის ესპანური დებიუტი არ შედგა. იგი "ტენერიფესთან" საგარეო მატჩში, რომელიც "სარაგოსამ" 0:1 დათმო, სათადარიგო იყო.

"სევილიას" სარეზერვო გუნდი სტუმრად "ოსასუნას" დაუზავდა - 1:1. გიორგი აბურჯანია თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.

ოთარ კაკაბაძის "ჟიმნასტიკმა" "ალმერიას" უმასპინძლა. ჩვენებურმა სრულად ითამაშა.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
"ნიურნბერგი" 2:2 დაუზავდა ბერლინის "უნიონს". არც მასპინძელთა რიგებში ყოფილა ლუკას ჰუფნაგელი და არც სტუმრებში აკაკი გოგია. ორივე ტრავმირებულია, თუმცა ორივე მალე გამოჯანმრთელდება.

საფრანგეთი, ნასიონალი.
ამირან სანაიას "როდეზმა" შინ 1:0 მოუგო "ლავალს". ჩვენებური 88-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
"პოგონმა" სტუმრად აჯობა ლუკა ზარანდიას (ტრავმა) "არკას" - 3:0. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, რომელმაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა, აი, მათე ცინცაძე კი გუნდში აღარ ჩანს.

ნიკა კაჭარავას "კორონა" "პიასტს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი 63-ე წუთზე გამოჩნდა. მან ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ "ლეგიასთან" 0:1 დამარცხდა. მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი, I ლიგა.
ლუკა ასათიანის (სათადარიგო) "სუვალკი" სტუმრად "სიედლცეს" დაუზავდა - 0:0.

დანია, სუპერლიგა.
ქართული დუელი ვერ ვიხილეთ, რადგან აუტსაიდერი "რანდერსის" რიგებში საბა ლობჟანიძე მხოლოდ 84-ე წუთზე ვიხილეთ, მაშინ, როცა სტუმარი "სილკებორგის" რიგებში უკვე შეცვლილი იყო (63-ე წუთზე) წინა ტურის გმირი დავით სხირტლაძე. მანამდე მან ყვითელი ბარათიც მიიღო, მატჩი კი 1:1 მორჩა.

დანია, I ლიგა.
ქართველთა "ესბიერგი" შინ "ტისტედთან" 1:2 დამარცხდა. ლაშა პარუნაშვილი 38-ე წუთზე (0:2-ზე) გამოცვალეს, ხოლო ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია.

მათე ვაწაძის (არ უთამაშია) "ვიბორგმა" სტუმრად 6:0 გაანადგურა "ამაგერი".

ავსტრია, ბუნდესლიგა.
"რაპიდის" ძირითადში დაბრუნდა გიორგი ქვილითაია, ვენის კლუბი კი შინ ლიდერ "შტურმთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი შესვენებაზე გამოცვალეს.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (არ უთამაშია) "კაპფენბერგერმა" სტუმრად აჯობა "ფლორიდსდორფერს".

ავსტრია, რეგიონალლიგა.
დასავლეთის ლიდერმა "გრიოდიგმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "იოჰანი". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ძიძიგურმა, რომლის ანგარიშზეც 2 საგოლე პასია.

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ცოტა უცნაური გუნდია აუტსაიდერი "ესკილსტუნა", რომელმაც ლიდერ "მალმიოს" დამაჯერებლად, 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია ზურაბ ცისკარიძეს.

რუმინეთი, ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" შინ ტიმიშოარას "პოლისთან" დამარცხდა - 0:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ბუქარესტის დერბიში ნიკა ძალამიძის დებიუტი შედგა. მისი "იუვენტუსი" 1:2 დამარცხდა "სტიაუასთან". რუმინული გრანდის წინააღმდეგ ქართველმა მეორე ტაიმი ითამაშა.

უნგრეთი, OTP.
ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად "პუშკაშის აკადემიასთან" დამარცხდა - 1:2. სტუმართა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გიორგი არაბულმა პენალტით გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არაბულმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. ამ გუნდში ირაკლი მაისურაძის დებიუტი შედგა, ქართველი 82-ე წუთზე შემოვიდა.

ბუბა დაუშვილის გარეშე მოთამაშე "დიოშდიორი" სტუმრად "უიპეშტს" დაუზავდა - 1:1.

რუსეთი, პრემიერლიგა.
გიორგი ნავალოვსკის "სკა-ხაბაროვსკი" სტუმრად "ტოსნოს" დაუზავდა - 0:0. ქართველმა მარცხენაფლანგელმა 90 წუთი ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი დაიმსახურა.

გიორგი ჭანტურიას (90 წთ) "ურალი" შინ ცსკა-ს დაუზავდა, ქართველი საკმაოდ აქტიური იყო და იმავე გამოცემისგან 7,0 ბალი დაიმსახურა.

მოსკოვურ დერბიში ჩემპიონი "სპარტაკი" "ლოკომოტივთან" 3:4 დამარცხდა. ამ 7-გოლიან თრილერში ქართული დუელიც შედგა - მასპინძელთა შემადგენლობაში 49-ე წუთამდე ითამაშა ჯანო ანანიძემ, ხოლო სტუმრებში შეუცვლელად გაისარჯა საბა კვირკველია. ორივე ჩვენებურს ერთნაირი ქულა დაუწერეს - 6,0.

ჯაბა ლიპარტიას (55-ე წუთიდან ითამაშა) "ანჟი" საშინლად შერცხვა ყაზანში "რუბინთან" - 0:6. "ჩემპიონატმა" ქართველი ნახევარმცველის თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

"უფამ" სტუმრად ქულები დააკარგვინა მოსკოვის "დინამოს" - 1:1. ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა სტუმართა რიგებში და 6,5 ბალი შეფასება მიიღო.

თორნიკე ოქრიაშვილი ჯერ ვერ ეხმარება "კრასნოდარს", ის არც "როსტოვთან" მატჩში ყოფილა.

გია გრიგალავას "არსენალი" დღეს ესტუმრება "ახმატს". ბუნებრივია, ქართველი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

რუსეთი, I დივიზიონი.
თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ "ორენბურგმა" "ლუჩს" 2:0 მოუგო. მასპინძელთა რიგებში კვლავ არ უთამაშია ელგუჯა ლობჯანიძეს.

ფინეთი, იუკონენლიგა.
კოკოლას კპვ-მ სტუმრად 3:0 მოუგო გრიფკ-ს. ირაკლი სირბილაძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მატჩის მესამე გოლი გაიტანა.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაური სასტარტოში იყო, მისმა "ვარდარმა" კი "პობედას" 4:0 მოუგო.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" შინ 1:2 დამარცხდა "სლოვანთან".

ანალოგიური ანგარიშით შინ "მიხალოვცესთან" წააგო გიორგი ბერიძის (მეორე ტაიმი ითამაშა) "ტრენჩინმაც".

კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასმა" ჩემპიონატი ალკი-სთან 0:1 მარცხით დაიწყო.

უკრაინა, პრემიერლიგა.
"შახტარის" დუბლებში სეზონის პირველი გოლი გაიტანა გიორგი არაბიძემ, დონეცკური დერბი "შახტარის" სარეზერვო გუნდმა 3:0 მოუგო "ოლიმპიკისას". ჩვენებური 65-ე წუთამდე თამაშობდა, მე-40 წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში. რა თქმა უნდა, ქართველმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. 55-ე წუთზე არაბიძე გააფრთხილეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წაგებულთა რიგებში სრულად ითამაშა 20 წლის ლუკა ნადირაძემ, ბოლო 7 წუთი ითამაშა 18 წლის ემიგრად მჭედლიძემ. ნადირაძე საქართველოს მოქალაქეა, მჭედლიძე - უკრაინის.

"შახტარის" პირველმა გუნდმა დერბი 2:0 მოიგო. განაცხადში არ ყოფილა ტრავმირებული დავით ხოჭოლავა.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ მინსკის "დინამოსთან" დამარცხდა - 0:1.

ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "სლავია" სტუმრად 2:2 დაუზავდა "მინსკს".

ვაკო გვილია ბატე-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი შინ 2:3 დამარცხდა "კრუმკაჩისთან".

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" 3:0 გაანადგურა "პაიდე", ანგარიში კი ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, რომელმაც სრულად ითამაშა. ზაქარიას უკვე 14 გოლი აქვს გატანილი და იგი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება. ამ თამაშში ჩვენებური საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან გოლის გარდა, 2 საგოლე პასიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
თამაზ ცეცხლაძის "საბაილმა" "ნეფთჩის" 1:0 მოუგო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯისგან გაფრთხილება დაიმსახურა. ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად ჩემპიონ "ყარაბაღთან" დამარცხდა - 0:1.

აშშ, MLS.
ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" "ფილადელფიას" დაუზავდა - 2:2. ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა - მან ბურთი საჯარიმოსთან ზურგით მდგარმა მიიღო, ორი მოატყუა და სანამ ორი მცველი მიუახლოვდა, შორეულ კუთხეში გაიტანა.
გოლი მართლაც შესანიშნავი გამოდგა. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი მეორე გოლია ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

quakestalk.com: "ვაკო ყაზაიშვილი იყო ნათელი წერტილი "სან ხოსეში", რომელიც სხვა მხრივ არაფრით გამოირჩეოდა".

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ლადო დვალიშვილი "ატირაუს" სასტარტოში იყო, ხოლო უჩა ლობჟანიძე - სათადარიგოთა სკამზე, "ორდაბასისთან" 0:2 მარცხში.

ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლი" 72-ე წუთზე პენალტით დააწინაურა, თუმცა "ტარაზთან" ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 1:1.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად სამარყანდის "დინამოს" დაუზავდა - 0:0. ქართველი სპეციალისტის მეთაურობით, "ფახთაქორმა" სამიდან ერთი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.

კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" სტუმრად 2:1 მოუგო "მეტალურგს" და ახლა "ფახთაქორს" უკვე 19 ქულით უსწრებს. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

შოთა გრიგალაშვილის (სათადარიგო) "ოლმალიქმა" "სოგდიანას" მოუგო - 2:1.

ირანი, სპარსეთის ყურის პროლიგა.
კახა კაკაშვილს არ უთამაშია, ხოლო მისი "ღოსტარეში" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ფოლადთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ra gundebshic tamashoben saqartvelos nakrebis wevrebi da tanac aradziritadis motamasheebad saidan unda mougon matze reitingshi win myof dzlier nakrebebs sainteresoa. Gundebi Romelta shesaxebac sportulma jurnListebmac araferi ician
Dati
16:21 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული