19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ლა ლიგის გუნდის დუბლებში ითამაშებს

AutoSharing Option
18 წლის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთშია, სადაც "ჟირონას" დუბლშემადგენლობაში ივარჯიშებს. ეს გუნდი, პირველად, არსებობის ისტორიაში, წლეულს ლა ლიგაში დაწინაურდა.

"ახალი ცხოვრება იწყება", - ასე შეაფასა სოციალურ ქსელში ახალ გუნდში თამაშის პერსპექტივა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "საბურთალოს" ფეხბურთელმა, რომელიც ესპანეთში 18 აგვისტოს გაემგზავრა.

ქოჩორაშვილმა საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში სამივე შეხვედრა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, თავდაპირველად, "ჟირონას" აკადემიაში უნდა ეთამაშა. მაგრამ "საბურთალოში" გვითხრეს, რომ ის დუბლშემადგენლობაში იქნება.

ქოჩორაშვილი "საბურთალოს" აღზრდილია და მისი კონტრაქტიც ამ კლუბს ეკუთვნის.
18 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. დეტალების გასარკვევად გიორგის ესპანეთში დავუკავშირდით:

"ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. აქ განათხოვრებით ვარ. ალბათ, 2 წელი მომიწევს ესპანეთში ყოფნა. ამის მერე გადაწყვეტენ, გადაიხდიან თუ არა გამოსასყიდ თანხას.

მე რაც შემიძლია, ამ 2 წლის განმავლობაში უნდა გავაკეთო და ვნახოთ, რა გამოვა, როგორ წარიმართება ჩემი კარიერა", - ამბობს ქოჩორაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი გილოცავ და მეტ წარმატებებს გისურვებ, გაიხარე.
gizog
10:15 22-08-2017
0
წარმატებები. მოინდომე იშრომე დაგიფასდება
Raiola
23:14 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული