Sport24.az: ბაქოს "ნეფთჩი" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნას არ აპირებს

AutoSharing Option
როგორც Sport24.az იუწყება, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა ცხადაძე შესაძლოა ბაქოს "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, არ შეესაბამება სიმართლეს.

- ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...

საიტის ცნობით, ბაქოს კლუბი 48 წლის ქართველ მწვრთნელთან, რომელიც ამჟამად დუბაიში იმყოფება, მოლაპარაკებებს არ მართავს. როგორც ირკვევა, "ნეფთჩი" მთავარ მწვრთნელად რომელიმე ადგილობრივი სპეციალისტის დანიშვნას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ბოლოს ალმათის "ქაირათს" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. მანამდე ის საქართველოს ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, აზერბაიჯანში კი
ბაქოს "ინტერში" უმუშავია.
კახა ცხადაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული