"სილკებორგის" მწვრთნელი: მათე ვაწაძე კარგი შენაძენია

AutoSharing Option
მათე ვაწაძემ დანიის სუპერლიგის "სილკებორგთან" კონტრაქტი 29 აგვისტოს გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხელშეკრულება 6-თვიანია და გახანგრძლივების პერსპექტივითაა ხელმოწერილი. "სილკებორგის" მთავარი მწვრთნელი პეტერ სორენსენი, რომელსაც 28 წლის ქართველ თავდამსხმელთან "ორჰუსში" უმუშავია, ვაწაძის მისვლით კმაყოფილია.

"მათე ვაწაძე "სილკებორგისთვის" ძალიან კარგი შენაძენია. მის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ "ორჰუსიდან" ვიცნობ. მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე კარგი საგოლე ალღოა, რაც ახლა ძალიან გვჭირდება.

მათესთან 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ეს საკმარისი დროა ქართველი თავდამსხმელისთვის, რათა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და
რომ გუსტაფ ნილსონს კონკურენცია გაუწიოს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ 100 პროცენტით მზადაა და ორშაბათიდან უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს", - ამბობს "სილკებორგის" მთავარი მწვრთნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული