ლეგიონის უქმეები: დიდი დაბრუნებების კვირეული და ჩაკვეტაძე ყურადღების ეპიცენტრში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ კვირაში განსაკუთრებული მონაგარი არ გვქონია. სასიხარულო ფაქტია, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელთა უმრავლესობა დაბრუნდა, ზოგიერთი ჩემპიონატი კი დასრულდა და ლეგიონერთა ნაწილი უკვე ისვენებს.

ალბანეთი

ირაკლი ძარიას "კუკეშმა" სტუმრად "კამზა" 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი 14 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

ავსტრია
მცირე ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმს" დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა "ალტახს" გასვლაზე 2:0 მოუგო. 15 ტურის შემდეგ "შტურმი" მეშვიდე პოზიციაზეა.

ბელგია
ქართველების "გენტი" შინ "ანტვერპს" დაუზავდა (0:0).
არადა, ეს მატჩი "გენტის" მოგებით დასრულდებოდა, მსაჯს გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმული რომ გოლად ჩაეთვალა. 19 წლის ქართველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია. 17 ტურის შემდეგ "გენტი" მეშვიდე ადგილზეა.


ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" შინ "ისტრასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ. "გორიცა" 15 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

კვიპროსი

ქართველების "ანორთოსისი" "ომონიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილა. 10 ტურის შემდეგ ქართველთა გუნდი მეექვსე ადგილზეა.

დანია
"ვენდისელისა" და "ესბიერგის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ტრადიციულად, სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა პარუნაშვილმა, რომელმაც 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა და 69-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 17 ტურის შემდეგ "ესბიერგი" მესამე ადგილზეა.


საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ჰობროს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი, რომელმაც 68-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, საბოლოოდ კი 85-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მეშვიდე ადგილზეა.

უნგრეთი
"პუშკაშმა" "ჰალადასი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბაჩანა არაბულს ტრავმა აქვს და განაცხადში არ ყოფილა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მურთაზ დაუშვილი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. 15 ტურის შემდეგ "პუშკაში" მე-9 ადგილზეა; "ჰალადასი" ბოლო, მე-12 პოზიციას იკავებს.

გიორგი ბერიძის "უიპეშტი" "პაკს" (1:1) დაუზავდა. ანგარიში 61-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა. "უიპეშტი" მეექვსე ადგილზეა.


იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლმა" "ატალანტა" 3:2 დაამარცხა. ამ მატჩში კი ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და 89-ე წუთზე ლა გუმინა ჩაანაცვლა. 13 ტურის შემდეგ "ემპოლი" მეჩვიდმეტე ადგილზეა.

ლუქსემბურგი
ლევან ყენიას "დუდელანჟი" "ვიქტორიას" 2:2, ფრედ ეთამაშა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 12 ტურის შემდეგ "დუდელანჟი" მესამე ადგილზეა.

პოლონეთი
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" პოზნანის "ლეხს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ "პლოცკი" მეათე ადგილზეა.

ვატო არველაძის "კორონამ" "გორნიკი" 4:2 დაამარცხა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო. მისი გუნდი ექსტრაკლასაში მეოთხე ადგილზეა.

რუსეთი
"კრასნოდარმა" ტულის "არსენალი" 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ 79-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. 15 ტურის შემდეგ "კრასნოდარი" მეორე ადგილზეა, "არსენალი" - მე-11-ზე.

მოსკოვის "სპარტაკმა" "კრილია სოვეტოვი" 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო. "სპარტაკი" მეშვიდე ადგილზეა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" გიორგი ჭანტურიას "ურალს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო, გიორგი ჭანტურია - სათადარიგო. "ლოკომოტივი" მე-4 ადგილზეა, "ურალი" მეექვსე პოზიციას იკავებს.

სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავა" შინ "ნიტრასთან" 2:3 დამარცხდა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 55-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო დავით სხირტლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ ტრნაველები მეექვსე ადგილზე არიან.


ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "კორდობა" 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. "ლუგო" 15 ტურის შემდეგ მეთხუთმეტე ადგილზეა.

შვედეთი
ზურაბ ცისკარიძის "ესკლისტუნამ" "ბრომაპოიკარნა" 2:1 დაამარცხა და მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 46-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "ბაზელს" (1:1) დაუზავდა. ვაკო გვილია სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა. 15 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეექვსე ადგილზეა.

altLuzerner Zeitung: ნაკრებიდან დაბრუნებულმა ქართველებმა "ლუცერნის" სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლონ

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "ლვოვი" მიიღო და 0:0, ფრედ ეთამაშა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა. 16 ტურის შემდეგ "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.


altvoetbalkrant: მსაჯის გარდა ყველამ დაინახა ჩაკვეტაძის გატანილი გოლი [VIDEO]

altოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და "არსენალთან" 10 წუთი ითამაშა

altმჭედლიძე დაბრუნდა, "ემპოლიმ" კი 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაბიძეზე რატომ არ წერთ?!
__________________

პორტუგალიაში ამ უქმეებზე სათასო გათამაშება იყო, "ნასიონალი" წინა ტურში გამოეთიშა .
0
ამ ლინკზე შეგიძლიათ გოლებიც ნახოთ https://www.br.de/nachrichten/sport/3-liga-neun-tore-bei-carl-zeiss-jena-gegen-spvgg-unterhaching,RAKP0XK
giorgi
12:31 26-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული