ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ცნობილი ხდება, როდის ჩაირიცხება გიორგი ჩაკვეტაძე "სლოვანის" რიგებში

AutoSharing Option
voetbalkrant.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავაშია და დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის ოფიციალურად გახდება "სლოვანის" წევრი.

ჩაკვეტაძე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკური გუნდის რიგებში ჩაირიცხება.

გიორგი ბრატისლაველთა რიგებში იჯარის წესით ითამაშებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია და ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქეა.
ასევე დაგაინტერესებთ