ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის "უნიონის" დამარცხების შემდეგ "ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მატჩი შეაფასა:

"რთული თამაში იყო. კარგია, რომ მოვიპოვეთ 3 ქულა ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში და რასპადორის გოლი. ისინი ჩემპიონის თამაშს გვთავაზობენ, რაც განსხვავებას ქმნის", - განაცხადა ჯოვანიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" 1:0 მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ ისარგებლა და გუნდს 3 ქულაც მოუტანა.

წყარო: Calcionapoli