"ფროზინონე" "ინტერთან" დამარცხდა - კვერნაძე ისევ არ ათამაშეს

AutoSharing Option
სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ინტერთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს დიმარკომ დაახლოებით 40 მეტრიდან გაუტანა გოლი კარიდან წინ გამოსულ ტურატის, საბოლოო ანგარიში კი ჩალჰანოღლუმ პენალტით დააფიქსირა.

„ინტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 31 ქულით ლიდერია და 26 ნოემბერს ტურინში „იუვენტუსს“ შეხვდება, ხოლო „ფროზინონე“ 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და იმავე დღეს „ჯენოას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 დიმარკო (43), 2:0 ჩალჰანოღლუ (48, პენ)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კვერნაძე,ღადაობთ?ხვიჩას გამოისობით რამდენიმე ქართველი წავიდა იტალიაში და სხვაგანაც,მარა ვერსად ვერავინ თამაშობს.საზონოვი,გელაშვილი,ლოჩოშვილი,კვერნაძე ყველა ღრმა სათადარიგოა.მთელი ზაფხული პარკაძის ბაიერნზე საუბრობდა ყველა და ადმირაში ირიცხება თუ არა ეგაც საკითხავია.აგერ ჟორჟსაც კი სწრიოზული პრობლემები აქვს.თავს ნუ მოვიტყუებთ არ პროგრესირებს ქართული ფეხბურთი.ხვიჩა ერთი მერცხალია მხოლოდ...
Master
11:53 13-11-2023
2

სიახლეები პოპულარული