ლოჩოშვილი "რომასთან" არ ათამაშეს - "კრემონეზე" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/8-ფინალში „კრემონეზე“ გასვლაზე „რომასთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში სტუმრები ცაჯუმ დააწინაურა, მეორე ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დიბალამ სპინაცოლას მოპოვებული პენალტით გამარჯვება მოურინიოს გუნდს მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ „კრემონეზეს“ მეკარე იუნგდალი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, კონტრიერიშისას კი ელ შაარავიმ ცენტრიდან ვერ შეძლო ცარიელ კარში გოლის გატანა.

კრემონული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - კრემონეზე 2:1
გოლები: 0:1 ცაჯუ (37), 1:1 ლუკაკუ (77), 2:1 დიბალა
(85, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული