Il Mattino: ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდა - იმედია, ფინანსური მკლავჭიდი არ დაიწყება

AutoSharing Option
Il Mattino-ს მტკიცებით, "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა.

გამოცემა წერს, რომ საუბარი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას შეეხო, უფრო "დაზვერვითი ხასიათის" იყო, მალე კონკრეტიკაზე ვიწრო წრეში იმსჯელებენ და იმედია, ეს მკლავჭიდს არ დაემსგავსება.

ხაზგასმულია, რომ გუნდის ერთ-ერთი ძვირფასი ფეხბურთელის ანაზღაურება დაბალია. აგენტი თავისი კლიენტისთვის იმის მსგავს ან მიახლოებულ ხელფასს ითხოვს, რასაც ვიქტორ ოსიმენი ხელშეკრულების გაგრძელებამდე იღებდა - დაახლოებით 5 მილიონ ევროს.

თუმცა დე ლაურენტისი თანახმაა, გასამრჯელო მხოლოდ 3.5 მილიონამდე
გაუზარდოს, რაც სახელფასო "ჭერია", მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენის გამო კლუბის შემოსავალი შემცირდება; ხვიჩას მიმართ "ბარსელონას" ინტერესი აფრთხობთ, თან ინტერესს "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ამჟღავნებენ.

მომავალ შეხვედრაზე მხარეები აგრეთვე ბონუსების საკითხს განიხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიᲩა კი არა ამხელა ტრადიციის სა ისტორიის კლუბი უპყრია და ეგ არაუᲨავს(?დდ არᲨინ მალალან
ფიმა
21:18 07-05-2024
0
Позор Нации!
Abas
21:13 07-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული