ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კვარაცხელიას "უდინეზესთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა ნეაპოლური გუნდის ძირითადი შემადგენლობა. მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტოში კვარაცხელიას ნაცვლად იესპერ ლინდსტრიომი დააყენა.

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, ლინდსტრიომი, პოლიტანო, ოსიმენი.

მატჩი "დაჩია არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული