პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ფიორენტინასთან" 1:2 მარცხდება

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ფიორენტინასთან“ 1:2 მარცხდება.

სტუმრები დებიუტში უკეთესად გამოიყურებოდნენ და რაჰმანიმ დააწინაურა, რომელმაც კუთხურიდან პოლიტანოს ჩაწოდებულ ბურთს თავით ტერაჩანოს კარში მიუჩინა ადგილი. კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. აქედან მოყოლებული მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები დააწინაურა. ამ ორ გოლს შორის ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ნაპოლი
გოლები: 0:1 რაჰმანი (8), 1:1 ბირაგი (40), 2:1 ნზოლა (42)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაპოლის გოლი არ იყო ჩასათვლელი - ვარმა რატომ არ გადახედა, ვერ გავიგე
კვარაცხელია, უკვე ტრადიციისამებრ, ბევრსაც სცოდავს და პლიუს ბარათებსაც აგროვებს - იმედია, 'სკანდალურს' არაფერს ვნახავთ, მეორე ტაიმში
Miqautadze
23:42 17-05-2024
19

სიახლეები პოპულარული