ხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 37-ე ტურში „ფიორენტინას“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

სტუმრები დებიუტში უკეთესად გამოიყურებოდნენ და რაჰმანიმ დააწინაურა, რომელმაც კუთხურიდან პოლიტანოს ჩაწოდებულ ბურთს თავით ტერაჩანოს კარში მიუჩინა ადგილი. კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. აქედან მოყოლებული მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები წინ გაიყვანა. ამ ორ გოლს შორის ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მეკარე მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა, „კვარამ“ ბურთი კარს ააცილა. ქართველს ყურადღებით მეურვეობდნენ, ერთი
იერიშისას ორჯერ წააქციეს და საჯარიმოდან თქვენი მოწონებული გაუტანა ტერაჩანოს. მერე პოლიტანოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, რაჰმანის დუბლის შესრულებასთან ცოტა დააკლდა. 81-ე წუთზე ბელოტი საჯარიმოში ლობოტკასთან ბურთზე ბრძოლაში წაიქცა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. სწრაფი კონტრიერიშისას მანდრაგორმა კვარაცხელია წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა 86-ე წუთზე ლინდსტრიომმა შეცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა და 26 მაისს, ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 რაჰმანი (8), 1:1 ბირაგი (40), 2:1 ნზოლა (42), 2:2 კვარაცხელია (57)

altდღეს "ნაპოლი" მერვეზე გადასვლას ეცდება - მოქმედი ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროპერსპექტივის გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ხვიჩა, ამ გოლის მერე შეგიძლია შემდეგი ექვსი თამაში ჩამოიძინო ისევე. მერე კიდევ ერთს შეაგდებ და ამასობაში კი გახდები 30 წლის
ილია
11:27 18-05-2024
18
ამ მწვრთნელის ვერ გამიგაი გუნდს მოგება უნდა და კბარა გაყავს რომელიც საუკეთესოა გუნდში რაქვია ეხლა მაგას ?
ნიკა
02:33 18-05-2024
3

სიახლეები პოპულარული