ორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლი" "ფიორენტინას" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 57-ე წუთზე ქართველმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მეტოქესთან ანგარიში გაათანაბრა. "კვარამ" მოედანზე 86 წუთი გაატარა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.

"ნაპოლი" ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 მაისს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

altბრწყინვალედ შეასრულა - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჯარიმა "ფიორენტინასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩასთვის რომ ეს პირველი სეზონი ყოფილიყო…
გ.ხ.
02:19 18-05-2024
6
ვულოცავ ყველას ხვიჩას ამ მაგარ გოლს უკვე მის ისედაც მრავალფეროვან არსენალს საჯარიმოს დარტყმაც დაემატა. კვარას ჭირდება ძლიერი კლუბი უკვე ნაპოლი აპაუზებს მის ზრდას ტოპ სტარად ჩამოყალიბებაში. ამიტომ 2 გამოსავალია ერთი გადავიდეს გრანდში სადაც ვარსკვლავური თანაგუნდელების გარემოცვაში მისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე გავა მაგრამ ეს ამ ეტაპზე ძნელად მოსჩანს ან მეორე ბებერმა ჟმოტმა ძირეული ცვლილებები განახორციელოს და გაუშვას გუნდიდან ბალასტთა მთელი კრება და მოიყვანოს მინიმუმ 2-3 სტარი რაც ძნელი წარმოსადგენია მის ხელში რათა ხვიჩამ მომდევნო სეზონში უფრო გაიბრწყინოს, ლობოტკა, ანგისა, პოლიტანოს გვერდით ეს შეუძლებელია. ასევე მოახლოებულ ევროზე ხვიჩამ უკვე დიდ ტურნირზე აჩვენოს მისი ხარისხი ნაკრების მაისურითაც და ლავრენტას ისეთი ოფერები შეუვა ტოპ კლუბებიდან მას სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დარჩება კვარას რაიმე ბერკეტით შესაჩერებლად.
Charley
02:08 18-05-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული