"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
უკლებლივ ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აღფრთოვანებას გამოხატავს "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ფიორენტინასთან" გატანილი გოლით.

areanapoli-მ ხაზი გაუსვა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრები გააოგნა ლამაზად შესრულებულმა საჯარიმომ: "Mamma mia" - ყვიროდნენ ფანები. ახლა უმთავრესია ქართველი კონტრაქტის საკადრისი და გულუხვი პირობებით განახლებით იქნეს დაჯილდოებული".

ხვიჩას შესახებ "კორიერე დელო სპორტი" წერს: "გასულ საღამოს "კვარამ" მთელი გუნდი ზურგით ათრია, შემდეგ კი ზღაპრული ცისარტყელა დახატა, რომელიც მეკარე პიეტრო ტერაჩანოს ზურგსუკან ჩაეშვა. წარმოუდგენელმა გოლმა ნეაპოლელებს ტოსკანის დედაქალაქში ქულა მოუპოვა. მიუხედავად გუნდის ჩავარდნილი სეზონისა, ის შარშან გატანილი გოლების (12)
მაჩვენებელს მიუახლოვდა (11 გაიტანა) და შედეგის გასამეორებლად ან სულაც გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი მატჩი აქვს. დე ლაურენტისმა თქვა, რომ ხელშეუხებელი არავინაა და კარგი წინადადების შემთხვევაში შეთავაზებებს განიხილავს, თუმცა აუცილებელია პატივი ვცეთ ქომაგებს და დავაფასოთ "კვარას" ტალანტი. მის გარეშე მორიგი სეზონის დაწყება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა ფუჭი დაპირებები, რადგან განახლება აგერ უკვე ერთი წელია ჭიანურდება".

"რეპუბლიკამ" აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ კლუბის პრეზიდენტის მწარე გამონათქვამს თამაშით საკადრისად გასცა პასუხი.

ხვიჩას მომავალზე მოსაზრება "გაძეტა დელო სპორტმა" გამოთქვა: "ბურთი დე ლაურენტისის მოედანზე გადადის, კვარაცხელია დაჯილდოებული უნდა იყოს და თავი ისეთ მნიშვნელოვნად იგრძნოს, როგორც იმსახურებს - ყველაფერ იმისათვის, რაც გააკეთა და ეცადა წელს გაეკეთებინა. მის გარეშე ახალი სეზონის დაწყება წარმოუდგენელია. საკმარისია ლოზუნგები, კონკრეტიკის დრო დადგა, რამეთუ დაპირებები წელიწადნახევარია გრძელდება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფეხით პასუხი ფიორენტინას,ხელით ქართველ ,,მეხოტბეებს,,
სვანსკი
11:00 20-05-2024
1
არავის არ ეწყინება ხვიჩა უკეთეს გუნდში თუ წავა, კი ბატონო წავიდეს მარა იმას ნუ იძახით ნაპოლი უისტორიო გუნდიაო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უთამაშია ბოლო-ბოლო მანდ. წავიდეს გაიგცეს იძახით თავგარეთ, თუ შესაბამისი ფული არ გადაიხადეს ვერსადაც ვერ წავა 2027-ის ჩათვლით კონტრაქტი აქ.
როინის და სოსოს
17:54 19-05-2024
2

სიახლეები პოპულარული