საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ, პლეი-ოფში მოხვდა, აქედან კი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯია.

ჩვენი ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. ევროფორუმზე მოსახვედრად, ჩვენმა ნაკრებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში რუმინეთი უნდა დაამარცხოს.

პირველი მატჩი ქალაქ დევაში, 12 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო - თბილისში, 26 სექტემბერს.

ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის აგვისტოდან ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი გაფართოებული შემადგენლობით 9 სექტემბრამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშებს.

ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობითაა. რამდენიმე ლეგიონერი გუნდს
რუმინეთში შეუერთდება, სადაც ნაკრები 10 სექტემბერს გაემგზავრება. ასათიანის გუნდი დღეისთვის ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობს:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (მფკ ტატიშვილი, თბილისი), თორნიკე ბუკია (სპარტაკი, მოსკოვი), დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი);

წინა ხაზი:
ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, მურთაზ კაკაბაძე (ყველა - მფკ ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია, კახა მაისაია, ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა (ორივე - ლიდსელმაში, ბელორუსი), ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ორივე - სვეიკი, მალტა), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი),

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული