Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ საკუთარ ფეხბურთელებს "სამტრედიასთან" (1:1) მატჩის შემდეგ გასახდელში აცნობა.

Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, რამდენიმე მოთამაშისთვის კი მთავარი მწვრთნელის სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ გია გეგუჩაძის წინადადება დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ევროსარბიელზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც სანამ გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებდა, ისინი გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებოდნენ. თუმცა კლუბის
პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის შეცვლა ბევრ პრობლემას გამოიწვევდა.

გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" 2018 წელს ჩაიბარა, ზღვისპირელები მისი ხელმძღვანელობით 2021 წელს ეროვნული ლიგის ჩემპიონები გახდნენ. 2022 წელს კი სუპერთასიც მოიგეს.

altგეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

altგია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 55 /
შოთა არველაძეა კარგი ვარიანტი,
არც გამოცდილება აკლია და თან მასაც გამოადგება ტრამპლინად ბათუმის დინამო თუ რამე დასამტკიცებელი აქვს ჯერ აქ დაამტკიცოს არანაკლებ ნიჭიერი და კარგი თაობააა ჩემპიონატში და ევროთასებზე გასვლა მასაც წადია..
შავი კაცი
14:26 21-08-2023
1
დიდი იმედი არ მაქვს გეგუჩაძის წასვლით რამე შეიცვალოს ევრო ტურნირებზე.
რატი
08:47 21-08-2023
0

სიახლეები პოპულარული