საჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ესპანურ "ჰერკულესს" დაუპირისპირდა და გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს, ესტონური "ლევადიას" წინააღმდეგ გამართავს. 

შეგახსენებთ, ესპანური შეკრების პირველ მატჩში "ტორპედო" ნორვეგიულ "სტაბეკთან" 1:2 დამარცხდა.

alt"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს ნაკრების "მთავარი" მწვრთნელი ხიზანა თუ მოშორდება,მაშინ აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში. სწორედ ის ითვალისწინებს მისი ეგრეთწოდებული ზემდგომი ორგანოების მითითებებს. სანიოლი აუტჩიკად ჰყავთ
დავით 67
18:54 16-02-2024
1
გულშემატკივრების სახელით სპორტულ ჟურნალისტებს მოვუწოდებ, გააქტიურეთ არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხი, წერეთ მაგ საკითხზე, "სანიოლს მისი ხედვა აქ" და მსგავსი სისულელეებით ნუ იტყუებთ თავს, ფაქტია ასეთი გოლის გამტანი ფეხბურთელი კვარაცხელიას გარდა არაა ნაკრებში, ჰაერივით ჭირდება ნაკრებს და უსამართლოდ არ იძახებენ. ურემი რომ გადატრიალდება მერე გვიანია ვიღაცის თითქოს კრიტიკა,დღეს ქართულ ფეხბურთს ზომიერების ფუფუნება არა აქვს. პირველ რიგში სწორედ ჟურნალისტები იგუბებთ პირში წყალს და კუდს უქნევთ არაპროფესიონალ ფედერაციებს.
ნიკა
09:17 16-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული