ტრანსფერ-ONLINE: 8 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:11. დღის პირველი მთავარი ამბავი ინგლისიდან არის. "ლივერპული" მზადაა, "საუთჰემპტონს" გადაუხადოს 60 მილიონი ფუნტი ვირჯილ ვან დეიკის სანაცვლოდ. ამის შესახებ წერს Daily Telegraph-ი.

13:21. ამასობაში, "საუთჰემპტონმა" უკვე მოუნახა შემცვლელი ვან დეიკს. The Sun-ი წერს, რომ "წმინდანებმა" 30 მილიონი შესთავაზეს "მიდლსბროს" მცველ ბენ გიბსონის სანაცვლოდ.

13:27. "მანჩესტერ იუნაიტედმა" თვალი დაადგა დენი როუზს "ტოტენჰემიდან". ეს Daily Mirror-ის ინფორმაციაა, თუმცა დეტალებზე ჯერ არ არის ლაპარაკი.

13:53. კარლოს ბაკა სულ უფრო ახლოს არის "სევილიაში" დაბრუნებასთან, - იტყობინება ესპანური გაზეთი ASS-ი. როგორც ჩანს, კოლუმბიელი ვერ
უძლებს კონკურენციას "მილანში".

13:59. გაზეთი Marca აანონსებს არდა თურანის მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნებას. ჭორების მიხედვით, არდას მომავალს ასევე უკავშირებენ "გალათასარაის".

14:05. იურგენ კლოპი უკრძალავს ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულიდან" წასვლას. "წითლების" მწვრთნელი ბლოკავს ბრაზილიელთან დაკავშირებით "ბარსელონას" ყველა წინადადებას, - წერს Mirror-ი.

14:16. "ლესტერი" შემადგენლობას აძლიერებს ახალგაზრდა მოთამაშეებით. "მელიებმა" ოფიციალურად გამოაცხადეს "ქოვენთრის" 20 წლის ფეხბურთელ ჯორჯ ტომასთან კონტრაქტის შესახებ. როგორც ამბობენ, ეს უელსელი მაღალი დონის უნივერსალია.

14:28. ლუკაშ მოურამ, შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს. ბრაზილიელით დაინტერესებულია ორი ტოპ-კლუბი: "ლივერპული" და "რომა". ეს ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-ს ეკუთვნის.

14:43. ივან პერიშიჩი, სავარაუდოდ, აღარ გადავა "მანჩესტერ იუნაიტედში". ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ინტერმა" კარგად დაიცვა თავი ხორვატთან მიმართებაში. "მანჩესტერი" პერიშიჩის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს იხდიდა. ამის შესახებ წერს ESPN.

14:47. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმოს ახალი კონტრაქტი! ეს ინფორმაცია დაწერა Daily EXpress-მა თვით ჟოზე მოურინიოზე დაყრდნობით.

14:57. აარონ ლენონით "უოტფორდი" დაინტერესდა. Sky Sports-ის ინფორმაციით, "ევერტონი" და "უოტფორდი" ბჭობენ იმაზე - გაიყიდოს ფეხბურთელი თუ იჯარით გადავიდეს ერთი კლუბიდან მეორეში.

15:00. კიდევ ერთი ინფორმაცია Sky Sports-ის წყაროებიდან: "სტოკი" თითქმის მოელაპარაკა "პორტუს" ჰოლანდიელი მცველის, ბრუნო მარტინშ ინდის ტრანსფერზე.

15:12. "ნიცას" ბრაზილიელი მცველი დალბერტი "ინტერში" მივიდა სამედიცინო შემოწმებაზე.

15:16. მოსკოვის "სპარტაკმა" გაიფორმა ესეკილ გარაი. რუსეთის ჩემპიონმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია "ვალენსიასთან". ამ ინფორმაციას ავრცელებს Sportmediaset-ი. ტრანსფერის სავარაუდო თანხაა - 20 მილიონი ევრო.

15:21. "ბარსელონა" ზრდის თანხას ფილიპე კოუტინიოს შესაძენად. The Times-ი წერს, რომ კატალონიური კლუბი 120 მილიონ ფუნტს ამზადებს ბრაზილიელისთვის. ასე რომ, ფილიპე გახდება ღირებულებით მეორე ფეხბურთელი მსოფლიოში.

15:34. მატიას კრანევიტერი "ზენიტში" გადავიდა. 24 წლის არგენტინელი მანჩინის გუნდში მადრიდის "ატლეტიკოდან" მიდის.

16:05. "ჩელსი" ისევ უმიზნებს "ლესტერის" ნახევარმცველ დენი დრინკუოტერს. როგორც Evening Standart-ი წერს, ინგლისის ჩემპიონი ძალიან არის მონდომებული ამ ფეხბურთელის შეძენით.

16:13. "იუვენტუსის" ნახევარმცველი მარიო ლემინა ინგლისში მიდის. ფეხბურთელი "საუთჰემპტონში" მივიდა სამედიცინო შემოწმებისთვის. ტრანსფერის ფასია 20 მილიონი ფუნტი.

16:28. უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, - წერს Sky Germany. "დორტმუნდს" დიდად არ სურს ფორვარდის გაყიდვა, მაგრამ განიხილავს 100-მილიონიან წინადადებას.

16:50. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რიად მაჰრეზი არ გადავა "რომაში". "ლესტერს" სურს ალჟირელში 35 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ მოვლენები სასურველი გზით არ განვითარდა.

17:23. "ბარსელონამ" უარყო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება სერხი რობერტოზე. Daily Mail-ი ასახელებს თანხას - 40 მილიონი ევრო. ფეხბურთელზე კიდევ ერთი პრეტენდენტია -"ჩელსი".

17:33. "ვალენსია" სერიოზულად ფიქრობს "არსენალის" მცველ გაბრიელ პაულისტაზე, იტყობინება The Sun-ი. თანხა - 11 მილიონი ევროა.

17:48. "უოტფორდმა" ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბრაზილიელი ჩაიგდო ხელში. 20 წლის რიჩარლისონი "ფლუმინენსედან" მინიმუმ 5 წლით გადავიდა ინგლისში. ეს ინფორმაცია "უოტფორდის" ოფიციალურმა "ტვიტერმა" დაადასტურა.

18:11. ანდრე გომეში, შესაძლოა, "ლივერპულში" აღმოჩნდეს. პორტუგალიელს მოიაზრებენ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის ერთ-ერთ მონაწილედ. ეს ინფორმაციაც The Sun-ს ეკუთვნის.

"ბარსელონას" გენერალური დირექტორი უკვე ჩავიდა ინგლისში მოლაპარაკებების გასამართად.

18:49. "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მუსა სისოკომ, შესაძლოა, თურქეთში ამოჰყოს თავი. ამ ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს "ტრაბზონს". ამის შესახებ დაწერა Football Whisper-მა კლუბის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით.

19:16. "ზენიტმა", როგორც ჩანს, კიდევ ერთი არგენტინელი შეიძინა. "ინდეპენდიენტეს" ფეხბურთელი ემილიანო რიგონი ძალიან ახლოს არის მანჩინის გუნდის რიგებში გადასვლასთან. რიგონის ფასი - 10 მილიონი ევროა.

19:41. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ჟანელი იმბულა, შესაძლოა, მონაკოში" გადავიდეს სათამაშოდ, - წერს L"Equipe-ი. "სტოკი" 24 წლის ნახევარმცველში 15 მილიონ ევროს ითხოვს.

19:58. ჰოლანდიის "გრონინგენმა" გაიფორმა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი. ეს არის კარლოს ურიელ ანტუნა - მექსიკელი, 19 წლის, ნახევარმცველი. გაფორმდა ორწლიანი იჯარა.

20:14. "დორტმუნდმა" დაასახელა უსმან დემბელეს ფასი - 150 მილიონი ევრო!

20:26. მიუხედავად დილით გაკეთებული საწინააღმდეგო განცხადებისა, "რომამ" მესამე წინადადებით მიმართა "ლესტერს" რიად მაჰრეზზე - თანხის ოდენობა, ამჯერად, 36 მილიონი ევროა. ამის შესახებ დაწერა Sky Sports-მა. "რომას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ისევ აქვს ალჟირელის შეძენის იმედი.

20:55. "ბორდომ" წარადგინა ბრაზილიელი ნახევარმცველი ოტავიო. ის საფრანგეთის ჩემპიონატში "ატლეტიკო პარანაენსედან" გადავიდა. ფეხბურთელი 23 წლისაა, კონტრაქტი კი 4-წლიანია.

21:32. "საუთჰემპტონმა" დაასრულა მარიო ლემინას ტრანსფერი! "იუვენტუსმა" 17 მილიონი ევრო მიიღო, კონტრაქტი კი ხუთ წელზეა გათვლილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული