ტრანსფერ-ONLINE: 14 აგვისტოს ჭორები და ტრანსფერები

AutoSharing Option
13:18. La Stampa იტყობინება, რომ "მილანი" არ წყნარდება და სურს სერია A-ს შარშანდელი სეზონის მესამე ბომბარდირის - ანდრეა ბელოტის შეძენა. მილანელები მზად არიან, "ტორინოს" 75 მილიონი ევრო გადაუხადონ და მბაიე ნიანგიც ზედ დაუმატონ.

13:34. Daily Mirror-მა დაწერა, რომ "ნიუკასლი" მზად არის, "არსენალიდან" აიყვანოს ლუკას პერესი და ჯეკ უილშირი. არსენ ვენგერის ხელში ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია აღარ თამაშობენ.

13:40. Sky Sports-ის ექსპერტმა გიიოტ ბალაგემ დაწერა, რომ უახლოეს დღეებში "სტოკი" ხესეს გაიფორმებს. ტრანსფერის თანხა - 22 მილიონი ფუნტი იქნება.

14:07. ჩემპიონშიფის
მთავარი ფორვარდი კრის ვუდი, შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს, - იტყობინება Sky Sports-ი. გასულ სეზონში ზელანდიელმა 27 გოლი გაიტანა "ლიდსის" შემადგენლობაში. ახლა ამ ფეხბურთელის ყიდვა სურს პირველი ტურის სენსაცია "ბარნლის".

14:20. თუ Daily Mirror-ს დავუჯერებთ, "ვესტ ჰემმა" პორტუგალიის ნაკრების საყრდენს, ვილიამ კარვალიოს დაუმიზნა, რომელიც ლისაბონის "სპორტინგში" თამაშობს. ლონდონელები დიდ თანხას იხდიან: 36 მილიონი ფუნტი.

14:26. ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "დორტმუნდმა" და "ბარსელონამ" შეათანხმეს უსმან დემბელეს ტრანსფერი. ფრანგი 100 მილიონ ევროდ შეაფასეს. ასევე იქნება 30 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც.

14:37. "სუონსის" სურს "მანჩესტერ სიტიდან" ბონის დაბრუნება. გარდა ამისა, ჯო ალენის ("სტოკი") და ნასერ შადლის ("ვესტ ბრომვიჩი") დამატება. გუნდის ასეთი აქტიურობა იმით არის გამოწვეული, რომ შეიძლება "ევერტონში" გადავიდეს გილფი სიგურდსონი.

14:51. BBC-მ დაწერა, რომ ფილიპე კოუტინიო ამოიღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩისთვის "ლივერპულის" განაცხადიდან. ასე რომ, ბრაზილიელი არ ითამაშებს დღეს "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ.

15:20. ოფიციალურად! ბრაზილიელი პაულინიო "ბარსელონას" ფეხბურთელია. ის ესპანურ გრანდში 40 მილიონ ევროდ გადავიდა "გუანგჯოუ ევერგრანდიდან" (2015 წელს ჩინურმა კლუბმა ნახევარმცველი 10 მილიონად შეიძინა).

15:38. "სევილიამ" გაუგრძელა კონტრაქტი თავის ახალგაზრდა ვარსკვლავს, ესპანეთის ნაკრების მეკარე სერხიო რიკოს. ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

15:46. კვლავ პალმიერი წერს, რომ "იუვენტუსი" დაინტერესებულია სტივენ ნ'ზონზით და მზად არის, მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადოს.

15:59. ლეგენდარული მძლეოსანი უსაინ ბოლტი "ოლდ ტრაფორდზე" უკვე სექტემბერში ითამაშებს, - წერს BBC. რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების რიგებში "ბარსელონას" ლეგენდებს დაუპირისპირდება.

16:20. "ნიუკასლი" ახლოს არის ესპანელი ფორვარდის, ხოსელუს გაფორმებასთან. 27 წლის ფეხბურთელი "სტოკს" ეკუთვნის, მაგრამ გასულ სეზონში "დეპორტივოში" ითამაშა - 24 მატჩი, 6 გოლი.

16:39. "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სურს "მანჩესტერ სიტის" ორი მცველის - ოტამენდისა და მანგალას შეძენა, - იტყობინება Calciomercato.

16:59. "ტოტენჰემმა" ამ საზაფხულო ფანჯრისას, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ ახლა გააქტიურებას აპირებს. RMC Sport-ის ცნობით, ლონდონელები დაუკავშირდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" ანტონი მარსიალის თაობაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უარი მიიღეს.

17:19. დღის პირველი ნახევრის ჭორები მართალი აღმოჩნდა: ვილიამ კარვალიო ლონდონში გაფრინდა, ხოლო ხოსელუ "ნიუკასლში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

18:15. "ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, "ჩელსი" ახლოს არის "არსენალიდან" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შეძენასთან. ტრანსფერის თანხა - 35 მილიონ დოლარს შეადგენს.

18:30. ოფიციალურად! ხავი გარსია "ზენიტიდან" "ბეტისში" გადავიდა. კლუბებმა მოილაპარაკეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება. მცველი "ზენიტში" 2014 წელს გადავიდა "მანჩესტერ სიტიდან".

18:54. ოფიციალურად! ბონიმდე, ალენამდე და შადლიმდე, "სუონსიმ" 21 წლის თავდამსხმელი კორტნი ბეიკერ-რიჩარდსონი აიყვანა.

19:30. ჯეკ უილშირისთვის ბრძოლაში ჩაება "იუვენტუსი". ამ ფეხბურთელზე მთავარ პრეტენდენტად "ნიუკასლს" მიიჩნევენ, მაგრამ იტალიელები სერიოზულ ბრძოლას აპირებენ.

19:50.. დიეგო კოშტა 330 ფუნტით დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ გამოცხადდა წინასასეზონო ვარჯიშებზე.

21:10. ამასობაში, "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ანტონიო კონტეს 130 მილიონ ფუნტს გამოუყოფს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, - იტყობინება Daily Express-ი.

21:20. ირკვევა, რომ "ჩელსის" აღარ სურს დიეგო კოშტასთან გამოთხოვება. კლუბი ესპანელს ლონდონში ელის, რათა მან ისევ დაიბრუნოს ფორმა და გააგრძელოს საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება.

21:27. Daily Mail-ი წერს, რომ "დორტმუნდმა" "ბარსელონას" ორი კვირა მისცა იმისთვის, რომ ორგანიზება გაუკეთოს დემბელეს ტრანსფერს.

21:30. HITC ჰყვება, რომ "ლივერპული" და "ევერტონი" ერთობლივ ინტერესს გამოხატავენ "ნიცას" და კოტ დ'ივუარის ნაკრების ნახევარმცველ ჟან სერის მიმართ. ეს ფეხბურთელი 26 წლისაა და ამ ზაფხულს მისი პიროვნებით "ბარსელონაც" დაინტერესდა.

21:45. Daily Mail-ი და Sky Sports-ი ერთდროულად წერენ, რომ ლუკას პერესი "დეპორტივოში" დაბრუნდება, საიდანაც ერთი წლის წინ წავიდა "არსენალში". სატრანსფერო თანხად 10 მილიონ ევროს ასახელებენ.

21:57. ამასობაში, "ანჟის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვადიმ სკრიპჩენკო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული