უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"პსჟ? ჩვენ იამალი გვყავს" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონა" პსჟ-ს შეხვდება. კენჭისყრის შესახებ კომენტარი კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ გააკეთა.

"ვამაყობთ იმით, რომ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ვიმყოფებით. მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. პსჟ-ის ფეხბურთელები? ჩვენ იამალი გვყავს. მწვრთნელს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გაბედულება გააჩნია. ძალიან მაგარი თამაში იქნება.

მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ჩვენც შესანიშნავი გუნდი და გულშემატკივრები გვყავს", - ციტირებს იუსტეს "მარკა".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა ზაფხულში "ბარსას" 16 წლის იამალში 200 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ამ გუნდების პირველი მატჩი 9 აპრილს პარიზში, ხოლო
საპასუხო 16 აპრილს ბარსელონაში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ