ჩავი ნეიმარზე: ასეთი რამ ლუიშ ფიგუს შემდეგ არავის გაუკეთებია

AutoSharing Option
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლით გაკვირვებულია.

ჩავის თქმით, ლუიშ ფიგუს შემდეგ "ბარსელონადან" წასვლის სურვილი არავის გამოუთქვამს.

"ეს ნეიმარის გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. ეს მისი პირადი საქმეა.

დღეს, ფეხბურთელები იქ მიდიან, სად თამაშიც უნდათ. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის "ბარსელონას" დატოვებდა.

საშინელებაა, რომ ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა არ უნდა. ეს ძალიან იშვითადად ხდება. ასეთი რამ ბოლოს 17 წლის წინ მოხდა, როდესაც ლუიშ ფიგუ "რეალში" გადავიდა.

არ ვიცი, რა მოხდა. იყო თუ არა შეხვედრები, მოლაპარაკებები... ამ ტრანსფერთან
დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა.

იმედგაცრუებული გულშემატკივრების მესმის, რადგან ნეიმარს არაფერი აუხსნია. ის ისე წავიდა, რომ არც პრესკონფერენცია მოიწვია და განმარტება არც სხვაგვარად გააკეთა." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

- დელ ბოსკეს აზრით, ნეიმარის წასვლა "ბარსელონას" წაადგება

- ფეხბურთელი, რომელიც "ალიანც არენაზე" ძვირი ღირს
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ გადავიდა და ლუის ენრიკე
აკაკი
00:15 19-08-2017
0
Kvdeba barsa kvdeba.
Zura
20:26 13-08-2017
0

სიახლეები პოპულარული