"ბარსელონა" 40 მილიონად პაულინიოს შეიძენს, 45-50 მილიონად კი რიად მაჰრეზს?

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერის 222 მილიონი ევრო მიიღო და ახლა ამ ფულით შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. "გლობოს" ცნობით, 40 მილიონს გადაუხდის "გუანჯოუ ევერგრანდს" და 29 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს პაულინიოს შეიძენს.

კატალონიური "სპორტი" კი ამტკიცებს, რომ 26 წლის ალჟირელმა ლეგიონერმა რიად მაჰრეზმა, რომლის გადაბირებას უშედეგოდ ცდილობს "რომა", "ლესტერის" ხელმძღვანელობას ასულგრანაში გაყიდვა მოსთხოვა.

"მელიების" მენეჯერი კრეიგ შექსპირი ამბობს, რომ მაჰრეზს მუქთად არავის არ დაუთმობენ. სავარაუდოდ მის ტრანსფერში 45-50 მილიონს მოითხოვენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული