პიკე: კარგა ხანია ვიცოდით ნეიმარის პსჟ-ში გადაბარგების სურვილის შესახებ

AutoSharing Option
როგორც იცით, "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ტვიტერზე ნეიმართან ერთად გადაღებული სურათი ატვირთა და დაწერა, ის რჩებაო, ორიოდ დღის შემდეგ კი ნეი პსჟ-ში გადაბარგდა.

ახლა კი პიკე ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი გუნდში დატოვების მცდელობა იყო.

"ახლა, როდესაც მოსახდენი მოხდა, შემიძლია ყველაფერი აგიხსნათ. ჯერ კიდევ ლეო მესის ქორწილში ვიცოდით ნეიმარის გადაწყვეტილება. მეორე დღეს გამოვაქვეყნე შეტყობინება. არადა, 100%-ით ვიცოდი, რაც ხდებოდა. ეს ჩემი უკანასკნელი ცდა გახლდათ მისი შეჩერებისა, რაც არ გამომივიდა.

გამიბრაზდა, მაგრამ შევრიგდით. არა მგონია ნეის განსჯა იყოს საჭირო. მან გადაწყვეტილება
მიიღო, თამამი გადაწყვეტილება. ცხადია, წასვლის მიზეზი ქონდა, მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, დაკავშირებულია თუ არა ეს ფინანსებთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული