ვალვერდე: პაულინიოს ტიპის ფეხბურთელი არა გვყავს

AutoSharing Option
ვალვერდე პაულინიოს აქებს
ალბათ, ბევრი გააკვირვა "ბარსელონას" მიერ "გუანჯოუ ევერგრანდიდან" ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს 40 მილიონ ევროდ შეძენამ. "ტოტენჰემში" ყოფნისას მას თავი დიდად არაფრით გამოუჩენია, ჯეელიც არაა, პერსპექტივაზე რომ ისაუბრო - 29 წლისაა.

პაულინიოს შესახებ "ასულგრანას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა: "ის სელესაოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერია. ჩვენს გუნდს ახალ ელემენტებს შესძენს, რამეთუ მსგავსი ტიპის მოთამაშე არა გვყავს".

ჰოდა, მალე ვნახავთ, რისი შნო და მარიფათი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული